A-STUDIO-ს ქართველი სოლისტი ქეთა თოფურია პუბლიკას მისი ორიგინალური სტილით, ჩაცმულობითა და ვარცხნილობებით ყოველთვის აოცებს. ის არაერთხელ დაასახელეს რუსეთში ყველაზე გემოვნებიანი ქალბატონების სიის სათავეებში. “იურმალას” შარშანდელ კონკურსზე კი საუკეთესოდ ჩაცმულ ქალად აღიარეს.
საზოგადოების გაოცება თოფურიამ ამჯერად შეძლო. იურმალადან სოჭში გადატანილ “ახალი ტალღის” კონკურსზე ის შთამბეჭდავი ყვითელი კაბითა და ორიგინალური ვარცხნილობით წარსდგა. მომღერალმა A-STUDIO-ს ახალი ჰიტი Вот она любовь შეასრულა.
მომღერალი ამჟამად საქართველოშიც საქმიანობს. ის ტელეკომპანია “იმედის” მოწვევით, მუსიკალური კონკურსის VOICE ერთ-ერთი მწვრთნელია.
https://www.youtube.com/watch?v=4OzsymhzwIU