ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა გადაცემა “არჩევანში” გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:
“პირველი სიუჟეტი სოციალურ თემაზე 18 წლისამ “ალიონში” გავაკეთე. დღემდე მიმაჩნია, რომ “კურიერში” და “დროებაში” თუ რამე საინტერესო გამიკეთებია, სწორედ სოციალური რეპორტაჟები იყო. 8 წლის მანძილზე “პროფილი” სისტემატიურად აშუქებდა სოციალურად დაუცველი ადამიანების პრობლემებს, არ ყოფილა სეზონი, როდესაც ჩვენ ამ თემებს გვერდს ვუვლიდით! არასდროს! და მე ამაყი ვარ, რომ მაყურებელთან ერთად შევძელით უამრავი ჩვენი სტუმრის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა!
ეს მათ გასაგონად, ვინც გუშინდელი რეპორტაჟის შემდეგ კითხვას სვამს “აქამდე სად იყავით”. ზუსტად იქ, სადაც მთელი ჩემი ჟურნალისტური ცხოვრების მანძილზე!”, – წერს ასათიანი.