10 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაკარგულად ითვლება საფრანგეთის სამხრეთში მომხდარი სტიქიის შედეგად. ძლიერიმა ქარმა და წვიმებმა სანაპიროზე წყალდიდობა გამოიწვია, რასაც თან შტორმიც დაერთო.
ფრანგულ რივიერაზე დაიტბორა მრავალი დასახლებული პუნქტი, მათ შორის კანის კურორტიც. კანში ძლიერმა დინებამ ქალი წაიღო, რომელიც მოგვიანებით დამხრჩვალი იპოვეს. საფარიც. 3 მოხუცი კი მას შემდეგ დაიღუპა, რაც სტიქიამ და უხვმა ნალექმა მოხუცთა თავშესაფარი დატბორა. ქალაქში დატბორიალია სახლებისა და შენობების პირველი სართულები. ავტომანქანების უმეტესობა კი მოვარდნილმა ძლიერმა ნაკადმა წაიღო. დაზიანებულია გზის წყალდიდობაა ქალაქ ნიცაშიც. მდინარე ბრაგი კალაპოტიდან გადმოვიდა, რიოს გამოც ახლოსმდებარე ქალაქები და სოფლები დატბორა.
სტიქიის გამო გადაკეტილია რეგიონის მთავარი ავტომაგისტრალი. გაჩერებულია მატარებლების მოძრაობაც. ელექტროენერგია არ მიეწოდება ათასამდე მოსახლეს. სტიქიის ზონაში ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი. ფრანსუა ოლანდმა მადლობა გადაუხადა მაშველებს, რომლებმაც დაშავებულთა გადასარჩენად მძიმე სამუშაოები გასწიეს.
https://www.youtube.com/watch?v=u08Uml3kdBM&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=yrP9yGVfn_I&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=cEI9l2Z_tJ0&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=M7Rbk9xQsTk&feature=youtu.be