მომღერალი თამარ გვერდწითელი მიიჩნევს, რომ მამაკაცებს ქალის წარმატების მიღება არ შეუძლიათ.
„წარმატებული ქალის ქმრობა საკმაოდ რთულია. კაცი ქალის წარმატებას რთულად აღიქვამს. საინტერესო მუსიკალური გზა მქონდა, რასაც ვერ ვიტყვი პირად ცხოვრებაზე. მთელ მსოფლიოში წარმატებული კარიერის მქონე ქალების ცხოვრებას რომ გადახედოთ, ერთს ან ორს თუ ჰყავს ოჯახი. მე ჩემი პროფესიით სულ ვებრძვი მამაკაცებს. კაცებს არ შეუძლიათ ქალის წარმატების მიღება. არიან თაყვანისმცემლები, მაგრამ ოჯახს აღარ შევქმნი“, – ამბობს გვერდწითელი.
წყარო: სარკე