რამდენიმე წუთის წინ, საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, თეონა ჯორბენაძემ სოციალურ ქსელში ფოტოები ატვირთა, რომელზეც მსოფლიოს პირველი ბანის, პაატა ბურჭულაძის ქორწინების ცერემონიაა ასახული.
„პაატა ბურჭულაძე და ანგელა ვასილენკო 22 წელია ერთად არიან. ქალბატონი ანგელა წარმოშობით უკრაინელია. ოპერის მომღერალმა და მისმა მეუღლემ ჯვარი 10 წლის წინ დაიწერეს. მაშინ მათი მეჯვარე, ცნობილი მუსიკოსი, მევიოლინე მსტისლავ როსტროპოვიჩი გახლდათ. დღეს კი გადაწყვიტეს თავიანთი ქორწინება იურიდიულად გაეფორმებინათ.
წყვილმა ორიგინალურად, მეტეხის მახლობლად მტკვარზე გამართულ ბორანზე მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონიას უამრავი ცნობილი სახე დაესწრო“, – აღნიშნა „კვირა+“-სთან საუბარში ფონდ „იავნანას“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, თეონა ჯორბენაძემ.
აინფორმაციო პორტალი „კვირა+“ მსოფლიოს პირველ ბანს და მის მეუღლეს ულოცავს ამ ბედნიერ დღეს და ტკბილ ოჯახურ თანაცხოვრებას უსურვებს.
Prev Post
Next Post
სხვა სიახლეები