ნიკა ქავთარაძე “ფეისბუქის” გვერდზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან მოულოდნელი შეხვედრის შესახებ წერს:
“ცოტა ხნის წინ, დიღმის გზაზე, სუპერ მარკეტ “ლიბრეში” ვიყავი. ერთ-ერთი რიგიდან გამოსვლისას პირისპირ შევეჩეხე პრეზიდენტ მარგველაშვილს – კალათი ეჭირა ხელში. რაღაცნაირად მესიამოვნა. ეგრევე ინსტიქტურად მივესალმე და გავუღიმე. თვითონ სამწუხაროდ, იგივეთი არ უპასუხია. თუმცა არა უშავს. მაინც საყვარელი იყო – ხორცის განყოფილებისკენ წავიდა”, – წერს ქავთარაძე.