ედემში დასაბრუნებლად: ადამიანი, დედამიწა და კოსმოსი (I ნაწილი)

ადამიანის სიცოცხლე წარმოადგენს მრავალ ფიზიკურ სხეულებში სხვადასხვა სიცოცხლის შესაძლებლობების ჩასახვას. ასე,რომ სული ერთია, მაგრამ ფიზიკური სხეულების ცხოვრებები მრავალი. ეს არის ოკულტური მეცნიერების წამყვანი აზრი, კერძოდ ასტროლოგია ამ ჭეშმარიტებას ეყრდნობა.
წარსულ სიცოცხლეებს უწოდებენ კოლექტიურ-არქეტიპულ არაცნობიერულ შეგნებას.ეს იყო ერთი რომელიმე სიცოცხლის წამიერი შეგნების შესაძლებლობა,რომელიც პოლარულად განსხვავდა მრავალი სიცოცხლეებისაგან. ადამინების შეგნება გარდაცვალების შემდეგ გარდაისახა კოლექტიური-არქტეპული წარსულად.ე.ი. აწმყო ყოველთვის გადადის წარსული სიცოცხლის გამოცდილების არაცნობიერულ ნაწილში. ასე,რომ ასტროლოგიაში ადამიანის შეგნების შემადგენლობა პოლარიზირებულია ორ ნაწილად – პლიუსით და მინუსით, სადაც პლიუსი არის ერთი წამიერი სიცოცხლის განსხვავებული სიცოცხლის შეგნება,ხოლო მინუსი არის მრავალი სიცოცხლისაგან მიღებული შეგნებები,რომელიც პოტენციალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
თუმცა ამ შეგნების ორივე ნაწილი წარმოადგენს ერთ ჭეშმარიტების საფუძველს, მაგრამ ისინი დაპირისპირებულები არიან ერთმანეთთან .საქმე ისაა.რომ ერთ თანამედროვე სიცოცხლეში ადამიანებს შეგნება აღქმულია ცნობიერულ შეგნებად ,მაგრამ გარდაცვალების შემდეგ ეს შეგნება გადადის სულის მეხსიერების არაცნობიერეულ ნაწილში. ამ ჭეშმარიტების თანახმად ოდესღაც ადამიანებს შეგნება გაეყოთ ორ ნაწილად, რომელმაც წარმოქმნა ფიზიკურ ცხოვრებაში გაორებული მეობის შესაძლებლობები. პირველი-რეალური ცხოვრების, აწმყო ფიზიკური ცხოვრება, მეორე – წარსული ცხოვბრების გამოცდილებისაგან მიღებული ილუზიური ხედვაა, ანუ ილუზიის ხედვა კალეიდოსკოპების სახით.(რაც ნიშნავს გამოცანის სახით ამოცნობის რთულ პროცესებს). სწორედ ამის გამო ადამიანები ჭეშმარიტებას ხედავენ დამახინჯებული სახით. სახელდობრ, შეგნების პირველმა, რეალურმა ნაწილმა ადამიანს ღვთაებრივი ჭეშმარიტება დაავიწყა, ანუ მიუწვდომელი გახადა. ხოლო შეგნების მეორე ნაწილი კოლექტიურ-არაცნობიერულმა წარსულმა ადამიანს ჩაახედა ღვთაებრივ ჭეშმარიტებაში. ეს ორი ასახვა კრიტიკულ დაპირისპირებას წარმოადგენს ერთმანეთში, რომელმაც კაცობრიული ფიზიკური სიცოცხლის არსებობა გახადა ტანჯვა-წამების შედეგები. იმოტომ,რომ ადამიენების უმეტეს ნაწილს არ გააჩნიათ უკვდავებაზე შემეცნების უნარი. ისინი სულ მუდამ აწმყო ცხოვრების შიშში არიან ჩართულები, რომ არ წაერთვას ფიზიკური გადარჩენის და ფიზიკური არსებობის შესაძლებლობები. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის შეგნება თავისი მატერიალუირი აღქმებით არ იძლევა სრულყოფილებას. რომელიც გააჩნია ღვთაებრივ პროცესებს, კერძოდ: სიბრძნე, სიყვარული და რწმენა.
ადამიანი ცხოვრობს მატერიალურ სიცარიელეში და მას ეს მატერიალური ცხოვრება მიაჩნია ბედნიერებად. პარალელურად კოლექტიური არაცნობიერული წარსულის ილუზია ადამინებს აჯაჭვებს ღმერთან. ეს ორი შეგნება ადამიანს ხლიჩავს ორ ნაწილად, ისინი ებრძვიან ერთმანეთს. მატერიალურ სხეულში ჩაკეტილი ცრუ მეობა ადამიანებს არ აძლევს იმის უნარს, რომ ჩაახედოს თავისი წარსულის შესაძლებლობებში და ეს წარსულის შესაძლებლობა არის ალტრუიზმი ანუ ეგოს საწინააღმდეგო თვისება. ეგო კი წარმოადგენს მიწიერ ცხოვრებისაგან მიღებულ არასრულყოფილი ჩამოყალიბების შესაძლებლობებს. ეს ორი ფსიქიკა ეგოიზმი და ალტრუიზმი წარმოადგენს წარსულთან ბრძოლას აწმყოთი.
აწმყო კეტავს ადამიანს თავისი ფიზიკური სხეულის ნაჭუჭში. ადამიანი ფიქრობს სიცოცხლის გადარჩენაზე გარე სამყაროსთან ბრძოლაში. ხოლო კოლექტიური არაცნობიერული წარსული მიუთითებს ადამიანს: ,,შენ ადამიანო დაბადებული ხარ არა ფიზიკური არსებობისათვის, არამედ შენი სიცოცხლის არსი დაკავშირებული უნდა იყოს მთლიანი სამყაროს შემეცნებით გაცნობიერებასთან, რაც წარმოადგენს მიკრო კოსმოსის შემცირებული ნაწილს მდედრულ-მამრულ არსებით სახეში და არა ეგოიზმის გამოღვიძების სურვილებში“.
რადგანაც ადამინის ჭეშმარიტების ხედვა დამახინჯდა და გაიყო ორ საწინაამდეგო მხარედ, მისმა ერთმა შეგნების ნაწილმა დაინახა ღვთაებრივი მიუწვდომლობა ანუ ადამიანს ამ გეზით უნდა გაეგრძელებინა თავისი არსებობა, არ უნდა შეშინებოდა წამიერი, შეგნებითი შიშით შეპყრობის . ეს არის სამყაროს მამრული ბუნების საწყისი. მაგრამ მდედრულმა ბუნებამ წამოიწია წინა პლანზე სამყაროს არსებობის შიშით შეპყრობილი ადამიანი, რომელმაც დაკარგა ჭეშმარიტება. მდედრულმა სახემ მიიღო სიცოცხლის წყვეტილი არსებობა – „მე ვარ და აღარ ვიქნები“, სიკვდილის შიშით შებყრობილმა მოიცვა თავის თავში მომაკვდავი სიცოცხლის შენარჩუნება და ამ საქმეში ჩაირია მამრული საწყისი. მამრულს უნდა ჰქონოდა მარადიული სიცოცხლის, რწმენის, სიყვარული და არა მომაკვდავი სხეულის ფიზიკური შიში. მამრულმა ბუნებამ გადაინაცვლა შეგნების არსებულ ბნელ ნაწილში, რადგანაც მდედრული იყო დამახინჯებული ცნობიერების ფორმაში, მას ჰქონდა ჭეშმარიტებასთან კარიკატურული ასახვა წუთისოფლის მიწიერ ცხოვრების შესახებ, რის გამოც მამრულ-მდედრული მოტივები გახდა ეგოისტური ვნებების დამაკმაკოფილებელი ჟინი. ეს იყო მიწიერ ცხოვრებაში ჩაძირვის ვნებები, რომელმაც კაცობრიობა მოაქცია ამაოების სიცარიელეში. ადამიანებმა ანაცვალეს ყველა თავისი ნათელი წერტილები მაზოხისტური სიამოვნების ვნებებს, რომელმაც დაუნგრია მარადიულობა და ადამიანები მოაქცია დედამიწის გრავიტაციის მუდმივ მიზიდულობაში. მან ჩაუკეტა სხვა ცივილიზებულ სამყაროებთან ურთიერთობის შესაძლებლობები,იმიტომ,რომ დამიწდა,ანუ დედამიწის სიმძიმის ცენტრის ზეგავლენის ქვეშ მოექცა (ეს არის ქვესკნელი სამყარო) დღეს დედამიწის კაცობრიობის ნაწილს ჰგონია,რომ სიცოცხლის ცივილიზაცია არსად არ არსებობს გარდა დედამიწისა, მაგრამ ეს არის მცდარი აზრი. სხვა ცივილიზაციის სამყაროები ემზადებიან დედამიწის გადარჩენისთვის, რომ გაეხსნას დედამიწას სივრცის დახშული კარები, რომ ჩამოიშოროს დედამიწამ დემონური ბნელეთის ძალები. მაქსიმალურად მიაღწიოს აპოგეურ განვითარების შედეგს, რომ მასებში მოხნას შავი აზრების მუხანათური, ბოროტული კანონები, რომლებიც გაბატონებულია მთელ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში პოლიტიკური ძალების მიერ.

წყარო: geoastro.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები