თამთა ბანძელაძე: არ ვიცნობ ზუზუ ბეჟაშვილს და იმედი მაქვს, სურათებზე მიწერილი სიტყვების ავტორი ზუზუ არ არის
პოეტი და ჟურნალისტი თამთა ბანძელაძე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში მისი სახელით შექმნილ ყალბ გვერდს, სადაც მას ზუზუსთან ინტიმი დააბრალეს და თამთას ჯანმრთელობასაც გაუსვეს ხაზი.
„ადამიანების ნაწილმა ცუდად გაიგო თავისუფლება… რატომღაც ჰგონიათ, რომ ყველაფრის თქმის და კეთების უფლება აქვთ, მართლის თუ ტყუილის, რეალურის თუ არარეალურის… ერევიან სხვის ცხოვრებაში, ცილს სწამებენ უცხოებს და არც ნაცნობ-მეგობრებს ინდობენ… აყენებენ მორალურ ზიანს, შეურაცხყოფას… და ამისთვის კი არავინ ისჯება კანონით – მხოლოდ უფალი მიუზღავს ხოლმე სამაგიეროს. მეც გავხდი ამ დანაშაულის მსხვერპლი, რაც ძალიან მეტკინა! მეგობრები და ნაცნობები მირეკავენ, მწერენ და მეკითხებიან – რამდენად რეალურია აღნიშნული ფოტოები და ის ფაქტი, რომ ჩემსა და ზუზუს შორის რაღაც ხდება… არ ვიცნობ ზუზუ ბეჟაშვილს და იმედი მაქვს, სურათებზე მიწერილი სიტყვების ავტორი ზუზუ არ არის. უფრო ძალიან მეტკინა, როცა ჩემს ჯანმრთელობაზე გააკეთეს ასევე აქცენტი. არ მინდა ამ საქმეს ჩავეძიო, რადგან არაა ჩემი ცხოვრების წესი, სხვის საქმეებში ვიქექო. ძალიან ვწუხვარ, რომ საზოგადოების ნაწილი ისევ ასე ფიქრობს, რომ მსგავსი სიბინძურის თესვა, შანტაჟის მოწყობა და მერე ამით პოპულარობა სურთ“… – განაცხადა პოეტმა ცნობილმა და „განსაკუთრებული ჟურნალის“ კორესპონდენტმა, თამთა ბანძელაძემ.