ერთი პერიოდი სასულიერო სემინარიაში მსურდა სწავლა, მაგრამ გავაანალიზე, რომ ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა
ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე
9-10 საათისთვის ვდგები, დიდხანს ძილი ცუდად მოქმედებს ჩემზე, ამიტომ არასდროს ვჩერდები ლოგინში შუადღის 3 საათამდე. ჩემი განწყობა დამოკიდებულია მზეზე, თუ ამინდი ხელს მიწყობს, დილიდანვე პოზიტიურად ვარ განწყობილი. ვრთავ მუსიკას, უმეტესწილად უცხოურ რადიოს, რადგან ჩემი გემოვნების შესაფერის სიმღერებს აჟღერებენ, ხელში ვიღებ აიპადს, შევდივარ სოციალურ ქსელში, ვეცნობი გასული დღის ინფორმაციას და სიახლეებს. ამის შემდეგ ვარჩევ სამოსს და ვბანაობ. აბაზანიდან გამოსული ვიცვამ, აუცილებლად ვიკეთებ ჩემს განუყოფელ აქსესუარებს, საათსა და სათვალეს, და სამზარეულოსკენ მივიჩქარი, რომ საუზმობა მოვასწრო. ყველაფერს ჩემით ვიმზადებ, მენიუში შედის ჰერკულესის ფაფა ან წიწიბურა, ასევე მიყვარს კარაქიანი პური და თაფლი. ჩემს გემოვნებაში არ ჯდება ყავა, კოფეინს მწვანე ჩაის ვამჯობინებ. ბოლოს აუცილებლად მივდივარ ხატებთან, ვლოცულობ და ვტოვებ სახლს.
უჩვეულო კომბინაცია – სამუშაო და ვისკი
ჩემი სამუშაო განრიგი განსაზღვრული არ არის. თუ ვიღაც ექვს ან რვა საათზე ამთავრებს სამსახურს, მე ეს ფუფუნება არ მაქვს. მაგალითად, გუშინ 2-ის ნახევარზე დავემშვიდობე ბოლო პარტნიორს. ყველა შეხვედრას ვგეგმავ არასამსახურებრივ გარემოში: ვისკიზე, ფინჯან ყავაზე, დესერტზე ან სიგარაზე.
თარსი დღე… ვიღაცამ საბურავი შეგნებულად დააზიანა?!
საცობებიდან გამომდინარე შეხვედრებზე სულ მეჩქარება, გუშინაც მაგვიანდებოდა. როგორც იქნა, დანიშნულების ად-გილამდე მივაღწიე. საქმიანი შეხვედრიდან რომ დავბრუნდი, უსიამოვნო სიურპრიზი დამხვდა, საბურავი ბოლომდე დაშვებული იყო. ან რაღაცას გადავუარე, ან შეგნებულად გაჭრეს. საბურავის გამოცვლამ დიდი დრო წაიღო, ამიტომ კვლავ ვერ გამოვიჩინე პუნქტუალურობა. Mმანქანა სისწრაფეში უყურადღებოდ დავაყენე. მოგვიანებით უკუსვლისას ე.წ. ”შიტოკი” ბორდიურს გავკარი და ჩამოვაგდე.
დღის მეორე ნახევარში სარკეც გავტეხე. საშინელ ხასიათზე დავდექი. აღარაფერი მინდოდა!
”მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ, ისიც შინაურია!”
კარის მეზობელთან არასდროს მიფლირტავია, მაგრამ სხვა მეზობელი გოგონების მიმართ სიმპათია გამომივლენია. ჩემთვის ფლირტი არსებულ სიტუაციაში დადებითი ემოციების გაცვლა და ინტერესის გამოვლენაა. ფლირტი შეიძლება, იმ დღესვე დამთავრდეს, ის ქალი კი ვერასდროს ნახო. ძალიან აზარტული კაცი ვარ, გოგონასთან ურთოერთობასაც აზარტულად ვუდგები. შეიძლება, გვერდით მაგიდაზე უცნობ ქალიშვილს თვალებით ვეფლირტაო. ჩემი აზარტულობის გამო ერთხელ მკითხეს, ვთამაშობ თუ არა ტოტალიზატორში, ვუპასუხე, რომ არასდროს ვყოფილვარ კაზინოში, თუმცა ერთხელ ვიშოვე ფული და მას მერე ვეღარ ვანებებ თავს.
”პიტბული”, რომელიც დასახულ მიზანს მუდამ აღწევს!
27 წლის ასაკში მილიონერობა მსურდა, გეგმებს წინ გავუსწარი და 26 წლისამ ხელი მოვაწერე მილიონნახევრიან კონტრაქტს.
ერთი პერიოდი სასულიერო სემინარიაში მსურდა სწავლა, მაგრამ გავაანალიზე, რომ ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგე-ბლობაა. დღევანდელი გადმოსახედიდანA არ მომწონს, როდესაც ცხოვრების უდიდეს ნაწილს ერის მსახურებაში ატარებენ, შემდეგ კი სასულიერო სფეროში გადადიან. ხშირ შემთხვევაში ადამიანები არ იცვლებიან. იცვამენ ანაფორას, მაგრამ მათი ხასიათი იგივე რჩება.
სულ ვამბობ, მე რომ მღვდელი ვიყო, ეკლესიას, რომელსაც სხვა მღვდელი 3 წელიწადს აშენებს, 12 თვეში დავასრულებდი. ზოგიერთ მღვდელს ერიდება მერიაში მისვლა და ნებართვის აღება, სხვები ფულს სთავაზობენ, მაგრამ დახმარებაზე უარს ამბობს. მე ამ მხრივ, კარგი გაგებით, მძარცველი ვიქნებოდი. დიდი სამეგობრო წრე მყავს და ყველას შევაწუხებდი. პიტ-ბულივით ვარ, რაიმეს რომ ჩავეჭიდები, არ ვეშვები.
”თუ ქალი ცდილობს, მამაკაცს თავზე წამოაჯდეს, ეს უზნეობით მოსდის”.
იშვიათია მსახიობი, რომელიც 27 წლის ასაკში დაოჯახებული არ არის, ზოგს ჩემს ასაკში 3-3 ცოლიც კი ჰყავს. მე არავის განვიკითხავ. პირადად ჩემთვის ოჯახი განსაკუთრებული ფენომენია და მისი შექმნისთვის ცხოვრებისეული სიბრძნის და-გროვებაა საჭირო. ცოლად მოვიყვან ქალს, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, იქნება კარგი დედა, მინიმუმ დედაჩემისნაირი.
ჩემთვის საკმარისია, გოგონას ერთი საათი გავესაუბრო, რომ ამოვიცნო, როგორია. ზოგჯერ იცი, რომ გოგონას მშობლები არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ შვილის მსოფლმხედველობა რადიკალურად განსხვავდება მათი შეხე-დულებებისგან. ეს ყველაფერი ბავშვების უცხოეთში ნაადრევად გაშვების ბრალია. ისინი ევროპულ ან ამერიკულ ცხოვრების წესს ეცნობიან, უკან ბრუნდებიან და მართლმადიდებელ დედ-მამას ეკითხებიან: ”რატომ უნდა ვიყო ქრისტიანი?” ან ”რატომ არ უნდა იყოს ოჯახში გენდერული თანასწორობა?” ქალს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მას ოჯახში თავისი ადგილი აქვს. ოჯახის თავი მამაკაცია. ეს თემა ჩემთვის სხვაგვარად არ განიხილება. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ თუ ქალი ცდილობს, მამაკაცს თავზე წამოაჯდეს, ეს უზნეობით მოსდის. ამ დროს აღზრდაშია პრობლემა.
გაევროპელებული ქართველი გოგონები ქართველ ვაჟკაცებს აღარ მიჰყვებიან ცოლად, ჩინელები და ფერადკანიანები ურჩევნიათ, რადგან მათი აზროვნებით იხიბლებიან. არც აზიელები და არც აფრიკელები არ ინტერესდებიან, სად დადის მათი ცოლი. ქალი კინოშიც უნდა დადიოდეს და რესტორანშიც, მაგრამ ზომიერების ფარგლებში, არ მომწონს, როდესაც ჩარჩოებს სცდებიან.
მე დღეს ჩემი შთამომავლობისთვის ვწვალობ. ვცხოვრობ პატიოსნად, რომ ვინმემ რამე არ წამოაძახოს ჩემს შვილს ან შვილიშვილს. ვინარჩუნებ ჯანმრთელობას, რომ დიდხანს ვიყო მათ გვერდით. მათთვის ვაშენებ უზარმაზარ სახლ-კარს ძველ ქართულ სტილში, რომ არასდროს დაივიწყონ თავიანთი ფესვები, ვაკეთებ მარანს იმისთვის, რომ შვილს ვაზი და ღვინო შევაყვარო.
შეყვარებული ლევანი
ძალიან მაგარი შეყვარებული ვარ. არ მენანება სიურპრიზები, ორიგინალური იდეები მომდის თავში, საყვარელი ქალისთვის შემიძლია ვიშოვო ისეთი რამ, რაც საქართველოში ხელმიუწვდომელია. ხშირად ამბობენ, რომ ყველა ქალისთვის საოცნებო საქმრო, ქმარი ვარ. ერთხელ საავადმყოფოში მოვხვდი, გამოწერის შემდეგ ორკვირიანი წოლითი რეჟიმი დამინიშნეს, შინ დაბრუნების მაგივრად შეყვარებულთან გავიპარე და ავადმყოფმაც კი სიურპრიზი მოვუწყვე.
ქალს ვერ ვაპატიებ უპატივცემულობას. თუ იგი პატივს არ მცემს, სიყვარული მინელდება.
დედის რჩევა
დედაჩემი სულ მეუბნება, ისეთი ცოლი მოიყვანე, ღამე რომ გაგეღვიძება და დაინახავ, ცუდი სიზმარი არ გეგონოსო. ყველგან ვამბობ, რომ ჩემი მეუღლე ულამაზესი უნდა იყოს.
ბავშვობაში…
ბავშვობაში სახლში ან სამეზობლოში ბოთლებს შევაგროვებდი, ჩავაბარებდი და საღეჭ რეზინს ვყიდულობდი. ძალიან მიხაროდა, როდესაც საკუთარი შრომით გამომუშავებულ ფულს ვხარჯავდი. რომ ვუფიქრდები… სტუდენტობისას მიჭირდა, ხანდახან მგზავრობის ფული არ მქონდა და ხაჭაპური მენატრებოდა, მაგრამ უფრო ლაღი ვიყავი, ვიდრე დღეს. ამჟამად უფრო მეტი საზრუნავი მაქვს. საყვარელ ადამიანებს უნდა ვუპატრონო.
წყარო: რეიტინგი