პოპულარული სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” შემოქმედებითი ჯგუფი, მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“მეგობრებო, სამწუხარო ამბავი გვაქვს. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჩვენი სერიალის ერთ-ერთი მსახიობი, გასულ სეზონებში დიტოს როლის შემსრულებელი, კოტე თოლორდავა გარდაიცვალა.
ჩემი ცოლის დაქალების შემოქმედებითი ჯგუფი მწუხარებას გამოვხატავთ კოტე თოლორდავას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახს და მეგობრებს”, – ნათქვამია განცხადებაჩი.