“ჩემს საყვარელ ბიძას ვუყურებდი ახლა ერთი საათი თვალებში, რომლებიც ვერაფერს ხედავენ” – ზურა ბერიკაშვილის დისშვილი ბიძაზე წერს
“ჩემს საყვარელ ბიძას ვუყურებდი ახლა ერთი საათი თვალებში.
გახელილ თვალებში, რომლებიც ვერაფერს ხედავენ.
ვერ ველაპარაკები, არ შემიძლია”, – ზურა ბერიკაშვილის დისშვილი, ანო მაისურაძე ბიძის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს.
“იქნებ, სულ ერთი წამით იმაზე დაფიქრებამ, რამხელა ბედნიერებაა მზერა ადამიანის თვალებში, თუნდაც ერთ-ერთი ჩვენგანის ცნობიერებაში შეცვალოს რამე.
რაღაცნაირად იქნებ სასიკვდილოდ არ გავიმეტოთ ერთმანეთი, არც სიტყვით, არც მუშტით, არც გაზით, არც არაფრით.
ქოცებო, ნაცებო, ბაბლო, რობოკოპებო, რაინდებო, მღვდლებო, ახალგაზრდებო და ძველგაზრდებო, გულანთებულებო, გულნატკენებო – ადამიანებო,
საკუთარ თავთან რომ ვრჩებით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოს და ბოლოს?
ალავერდს თქვენთან ვარ”, – წერს ანო მაისურაძე.