თაია ჭიჭინაძის „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობას ფოტომოდელი კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. ცნობილია, რომ ის ნიკოლოზ ქართველის ყოფილი მეუღლის, თაიას მეგობარია.
„არასდროს არცერთი პროექტის და არავის გულშემატკივარი არ ვყოფილვარ. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩემს დრანცას მთელმა ერმა უნდა დავუჭიროთ მხარი. ვუგულშემატკივროთ და გავიცნოთ ეს საოცარი მეგობარი და ადამიანი, ვფიქრობ, დაგაინტერესებთ მისი პერსონა“, – წერს კესარია.