„ჩვენ გავიმარჯვეთ…“ – 7 წლის ნიკოლოზმა სიმსივნე დაამარცხა

7 წლის ნიკოლოზ კეჟერაშვილმა სიმსივნე დაამარცხა. სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბავშვის დედა თეკლა ნადირაშვილი ავრცელებს.
„ჩვენო სინათლის ადამიანებო, აი დადგა ის დღე, როდესაც შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.
დღეს ნიკოლოზის გამოკვლევების პასუხები მითხრეს და მინდა მთელ სამყაროს ვუთხრა, რომ ნიკოლოზი სუფთაა და ჩვენ გავიმარჯვეთ.
რწმენით, სიკეთით და სიყვარულით მოვიგეთ ეს ბრძოლა და ამ ბრძოლის მთავარი გმირები ხართ თქვენ, მადლობა ყველა ქმედებისთვის, ლოცვისთვის, სიტყვისთვის, თანადგომისთვის, სითბოსთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც გვიგზავნიდით, გვამხნევებდით და ჩემთან ერთად იზიარებდით ყველა ემოციას ამ რთული, 11 თვის მანძილზე.
დღეს ჩვენი დღეა, დღეს ახლიდან დავიბადე, მადლობა ღმერთს ამ დღისთვის და ამ სიხარულისთვის, რომელსაც ახლა თქვენ გიზიარებთ“, – წერს თეკლა ნადირაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები