„რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს? ღალ’ააატს…“ – ეს ყოველთვის ანეკდოტი მეგონა, – ბაია პატარაია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მეგობრებს ურჩევს, რომ ჯონ აპდაიკის წიგნი „ბრაზილია“ წაიკითხონ.

„რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს? ღალ’ააატს…“ – ეს ყოველთვის ანეკდოტი მეგონა, თუმცა იმდენ ადამიანს სჯერა ამის და ღალატიც ისე სპეციფიურად, მხოლოდ სექსის კუთხით ესმით, რომ შევღონდი.

მოკლედ, რამ გამახსენა ეს ამბავი და აპდაიკის „ბრაზილია“ შემომეკითხა აეროპორტში. ხოდა, ვისაც თავი და ბოლო ვერ გაუგია სიყვარულისა და მას სექსუალურ მონოგამიასთან აიგივებს – წაიკითხეთ ეს წიგნი. ასე თუ ისე, ყოველთვის კარგია სიყვარულზე დაწერილი წიგნები, თუ ავტორს ოსტატობაც აქვს. ნამდვილი სიყვარულის ამბავს წაიკითხავთ და სექსზეც შეგეცვლებათ წარმოდგენა.

პ.ს. კრიტიკა და ფრითინზიებიც ბევრი მაქვს ამ ტექსტის მიმართ, მაგრამ ეგ სხვა დროს იყოს. უბრალოდ, მინდა, რომ ბრტყლად და სწორხაზოვნად არ ვუყუროთ ისეთ რთულ მოვლენას, როგორიც სიყვარულია.

კომენტარები

სხვა სიახლეები