ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი გაფრთხილებთ, რომ ცვლილებები იწყება! – ნახეთ, რა სიახლეს გპირდებიან პლანეტები
ცხოვრებაში ცვლილებები ყოველდღიურად ხდება, თუმცა უმჯობესია, რომ მათ მომზადებულები დახვდეთ. 5 ივლისიდან პლანეტების განლაგება შეიცვლება, რაც თქვენს ყოველდღიურობასაც მეტ-ნაკლებად შეცვლის.
ვერძი – ამ თვეს წარსულთან კავშირის აღდგენაში გაატარებს. ნოსტალგია მათ ძველი ფოტოების დათვალიერებისა და მოგონებებზე ფიქრისკენ უბიძგებს. ზოდიაქოს ამ ნიშნის მატარებლები საბოლოოდ მიხვდებიან, რომ ცხოვრებაში საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი მოგონებებიც აქვთ.
კუროს მოუნდება, რომ წინ წავიდეს და განსხვავებული მიმართულება სცადოს, რაც საკმაოდ რთული იქნება, რადგან კუროებს საკმაოდ ჯიუტი ბუნება აქვთ. 5 ივლისს, როდესაც მარსი კუროს თანავარსკვლავედს
შეუერთდება, კუროებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ეს დრო ცვლილებებისა და პიროვნული ზრდისთვის გამოიყენონ.
ტყუპებისთვის, რომლებიც სიყვარულს ეძებენ, 17 ივლისი საუკეთესო დღეა. შეიძლება ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა მომდევნო თვემდე არ გაოფიციალურდეს, მაგრამ შეხვდებით ადამიანებს, რომლებსაც თქვენი მსგავსი გონება და ინტერესები აქვთ.
კირჩხიბები ახალი გამოცდილებისა და რეალიზაციის თვიდან გამოვლენ და ახალი შესაძლებლობები ექნებათ იმისთვის, რომ საკუთარი გრძნობები გამოხატონ. ისინი მიიღებენ პასუხებს, რომლებსაც დიდი ხანია ეძებენ.
ლომი ივლისში ახალ სასიყვარულო თავგადასავლებს იპოვის. ზოდიაქოს ეს ნიშანი ყოველთვის ფიქრობს სიყვარულზე და საკმაოდ რომანტიკულიცაა.
ქალწულის ემოციები თავს ერთად 28 ივლისს მოიყრის. ქალწულებს ყველაზე დიდ შიშებთან გამკლავება მოუწევთ. შესაძლოა, ძველმა ურთიერთობებმაც შეახსენონ თავი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდება.
სასწორის პროფესიული ამბიციები ამ თვეში განსაკუთრებით გაიზრდება. შესაძლოა დასვენების დღეებში მუშაობაც მოგიხდეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ.
მორიელს საკუთარი ენერგიის გამოშვება მოუწევს, რადგან ის ვინმე განსაკუთრებულს შეხვდება. დაიმახსოვრეთ, რომ ამ თვეში ურთიერთობებს საკმაოდ მარტივად უნდა მიუდგეთ და არ ეცადოთ, რომ თქვენი პარტნიორები რაიმეში შეზღუდოთ.
მშვილდოსანი ეცდება, რომ საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული იყოს. ამ ნიშნის მატარებლები უნდა ეცადონ და გაიაზრონ, რომ შეცდომებს ყველა ადამიანი უშვებს და ამაში საგანგაშო არაფერია.
თხის რქამ მთელი კრეატივი და ძალები კარიერისკენ უნდა მიმართოს, რადგან ივლისის თვე თქვენს კარიერაში ნამდვილად გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
მერწყულმა წარსულის ტრავმებისგან განკურნება უნდა დაიწყოს. გახსოვდეთ, რომ განკურნება უკეთ გახდომას არ ნიშნავს, თქვენ მხოლოდ პრობლემების გამომწვევი მიზეზების გააზრება და გაანალიზება გჭირდებათ.
თევზები თვის უმეტეს ნაწილს კრეატიულ პროექტებზე და მეგობრებთან ერთად დროის გატარებაში დახარჯავენ. ეცადეთ, 17 ივლისს იმ ადამიანებთან ერთად იყოთ, რომლებიც განსაკუთრებით გიყვართ.
წყარო: https://marao.ge/