ინგლისელმა ფეხბურთელმა, დევიდ ბექჰემმა “ინსტაგრამის” პირადი ანგარიში უკრაინელ ექიმს, ირინა კონდრატოვას გადასცა, რათა მთელ მსოფლიოს აჩვენოს ხარკოვის პერინატალური ცენტრის მუშაობა.
ფეხბურთელის აუდიტორია 71 მილიონზე მეტი გამომწერია.
ასევე, ვიქტორია და დევიდ ბექჰემებმა უკრაინელ ბავშვებს მილიონი დოლარი შესწირეს.