24 წლის სანდრო თოიძეს, რომელსაც თავის ტვინის სიმსივნე დაუდასტურდა საზოგადოების დახმარება სჭირდება.
სანდრო თოიძე ისრაელში სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს, რაც დიდი თანხებთანაა დაკავშირებული. სანდროს ახლობლებს ხალხის თანადგომის იმედი აქვს.
“ძვირფასო მეგობრებო! არასდროს მომიმართავს თქვენთვის დახმარებისთვის. მაგრამ მოხდა ისეთი რაღაცა, რასაც მტერსაც არ ვუსურვებ. ნება მომეცით არ დავწერო დეტალები, ეს ძალიან მძიმეა. ჩემ შვილს, სანდროს, სჭირდება სასწრაფო ოპერაცია ისრაელში, რადგან საქართველოში ასეთი ოპერაციები არ კეთდება. ეს დაკავშირებულია დიდ თანხებთან, სულ მინიმუმი არის 33 000 დოლარი. მე ვიქნები მადლობელი ნებისმიერ თანხისთვის, რითაც შეგეძლებათ რომ დამეხმაროთ. უღრმესი მადლობა ყველას! მადლობელი ვიქნები ჩემი თხოვნის გაზიარებისთვის!“,- წერს სანდრო თოიძის დედა.