რას წერს ნორა კვიციანი სვანეთში კორონავირუსის გავრცელებაზე

დე­პუ­ტატ ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის და, ნორა კვი­ცი­ა­ნი სვა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პირ­ველ­წყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

“მინ­და, გა­მო­ვეხ­მა­უ­რო მეს­ტი­ა­ში კო­რო­ნა­ზე აგო­რე­ბულ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ჯერ ერთი, თბი­ლი­სი­დან ჩა­სულ ქალ­ბა­ტონ­სა და მის ოჯახ­ზე რომ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, არ ჯო­ბს, ჯერ რომ გა­გერ­კვი­ათ, მერე გა­გევ­რცე­ლე­ბი­ნათ?! შე­ა­მოწ­მეთ თბი­ლის­ში ის უბა­ნი, რო­მელ უბან­შიც ის ქალ­ბა­ტო­ნი ცხოვ­რობს, თუ ვინ­მე არის მის ირ­გვლივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ, ვე­რა­ნა­ი­რად  იქ­ნე­ბა თბი­ლი­სი­დან ამ ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მეს­ტი­ა­ში ჩას­ვლამ­დე. იქ გახ­დნენ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პით ავად იმი­ტომ, რომ იმ სო­ფელ­ში იყ­ვნენ სი­ცხი­ა­ნე­ბი, ჩვე­უ­ლებრივად იყო ხალ­ხი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი გრი­პით. ამ ოჯახ­ში არის ასა­კო­ვა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც არის ას­თმით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და ცო­ტა­ გა­ურ­თულ­და, წა­იყ­ვა­ნეს ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. არა­ფე­რი სა­გან­გა­შო არ სჭირ­და, მაგ­რამ მა­ინც ჩა­იყ­ვა­ნეს ქუ­თა­ის­ში. იქ პირ­ვე­ლად უთხრეს ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა, შემ­დეგ უკვე – კო­რო­ნა, აქედან გა­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია კო­რო­ნა და დაბ­რალ­და ამ ოჯახს. ეს რომ არა, ისე ჩა­ივ­ლი­და თუ გავ­რცელ­დე­ბო­და, ვერც ვე­რა­ვინ გა­ი­გებ­და. ამ ოჯა­ხის წევ­რებს რომ ჩა­უ­ტარ­დათ ტეს­ტი­რე­ბა, უთხრეს – გა­და­ტა­ნი­ლი გაქ­ვთო. დი­დე­ბა და მად­ლო­ბა უფალს, რომ ყვე­ლა­ ამ­ჟა­მად კარ­გადაა – კარ­გი ანა­ლი­ზე­ბით, მაგ­რამ კა­რან­ტი­ნი თა­ვის­თა­ვად გა­სავ­ლე­ლია. სა­ინ­ტე­რე­სოა,  თბი­ლი­სი­დან ჩას­ვლა­ზე  რატომ გაქვთ აქ­ცენ­ტი მა­შინ, როცა ათა­სო­ბით ტუ­რის­ტი სტუმ­რობს მეს­ტი­ას?! ნუ შეგ­ყავთ შეც­დო­მა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ჭო­რის დო­ნე­ზე ნუ აყე­ნებთ შე­უ­რა­ცხყო­ფას ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ ჩემ­თვის სა­მარ­თა­ლი და სი­მარ­თლე! უფა­ლი იყოს ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი და შემ­წე!”, – წერს ნორა კვი­ცი­ა­ნი.

კომენტარები

სხვა სიახლეები