“უკვე ერთი წელი გა­ვი­და?” – მევლუდ მელაძე გარდაცვლილ შვილზე

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, ავ­ტომრბო­ლე­ლი მევ­ლუდ მე­ლა­ძე  ფე­ის­ბუ­ქის  პი­რად გვერ­დზე  გარ­დაც­ლი­ლი შვი­ლის შე­სა­ხებ წერს, რო­მე­ლიც ერთი წლის წინ ტრა­გი­კულ ავა­რი­ას ემსხვერ­პლა.

“უკვე ერთი წელი გა­ვი­და?” – ეს შე­კი­თხვა მა­ნად­გუ­რებს… მა­ნად­გუ­რებს რად­გან გო­ნე­ბა დღემ­დე არ აკე­თებს იმას დაშ­ვე­ბას, რომ ეს უკვე მოხ­და და ყო­ველ­დღი­უ­რად გა­ნაგ­რძობს იმა­ზე ფიქ­რს, თუ რო­გორ ავა­ცი­ლო ნი­კუ­შას ეს ტრა­გე­დია…

ტრა­გე­დია, რო­მელ­მაც დე­დას სა­მუ­და­მოდ წა­არ­თვა უფ­ლე­ბა, ფო­ტო­ზე აღე­ბეჭ­და შვილ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღე, ყო­ვე­ლი წუთი, ყო­ვე­ლი წამი. დე­დას, რო­მე­ლიც შანსს არ უშ­ვებ­და დამ­ტკბა­რი­ყო ამ პრო­ცე­სით, თით­ქოს იცო­და, რომ დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მხო­ლოდ ეს ფო­ტო­ე­ბი იქ­ნე­ბო­და მისი მეგ­ზუ­რი…
ნე­ტავ ვინ­მემ იცო­დეს, რო­გორ მინ­და ერთხელ გა­ვიღ­ვი­ძო და ეს ყვე­ლა­ფე­რი სიზ­მა­რი აღ­მოჩ­ნდეს, მაგ­რამ დღემ­დე მხო­ლოდ ერთ სიზ­მარს ვხე­დავ, სიზ­მარს სა­დაც ნი­კუ­შას ვე­კი­თხე­ბი: დე­დას რა ვუ­თხრა ბიჭო? ის კი თავ­ჩახ­რი­ლი დგას და მხო­ლოდ მხრე­ბის აჩეჩ­ვით მპა­სუ­ხობს” – წერს მევ­ლუდ მე­ლა­ძე.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=3262320817133093&set=a.245960188769186&type=3

კომენტარები

სხვა სიახლეები