92 წლის ვეტერანი პილოტი ქალი სამხედრო თვითმფრინავით დაფრინავს – ვიდეო

64
SHARE

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა პილოტმა ქალმა, 92 წლის ჯოი ლოფტჰაუსმა სამხედრო თვითმფრინავით იფრინა. 92 წლის ქალბატონი ჰაერში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ავიაგამანადგურებელ „სფიტფაირით“ აფრინდა.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ჯოი ლოფტჰაუსი ომის დროს ავიაციაში მსახურობდა. ჯოი და მისი და პილოტები 1943 წელს გახდნენ. პილოტი 164 ქალს შორის აღმოჩნდა, რომელთა დავალებას ფრონტის ხაზისკენ თვითმფრინავების ტრანსპორტირება და დაზიანებული საფრენი აპარატების ევაკუაცია იყო. ლოფტჰაუსი ამბობს, რომ ამ ფრენის წყალობით მან საკუთარი თავი კვლავ ახალგაზრდად იგრძნო.

FB კომენტარები

კომენტარი