“31 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე სიფრთხილე გმართებთ”-ასტროლოგის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

2581
SHARE

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში მერკურის რეტროგრადულობის შესახებ წერს.

ვაწაძის თქმით, თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ დაგეგმილი ახლო მომავალში, სჯობს გადადოთ 20 ნოემბრამდე.

31 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე კომუნიკაციისა და ინფორმაციის მმართველი პლანეტა, მერკური ე.წ. რეტროგრადულ მოძრაობაშია.

მერკური პასუხისმგებელია კომუნიკაციაზე, კონტაქტებზე, აზროვნებაზე, მეტყველებაზე, ინფორმაციაზე, ხელშეკრულებებზე, საბუთებზე, მგზავრობაზე, სწავლაზე, ვაჭრობასა და ნათესაურ კავშირებზე, შესაბამისად, ყველა პროცესი, რომელიც ამ თემებთანაა დაკავშირებული, გარკვეული შეფერხებებით წარიმართება. ამიტომ, თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ დაგეგმილი ახლო მომავალში, სჯობს გადადოთ 20 ნოემბრამდე.

ყველაზე მეტი ყურადღება მართებთ ბუღალტრებს, მწერლებს, მთარგმნელებს, ასევე ყველას, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია ქაღალდებთან და ციფრებთან, კავშირგაბმულობასთან.

ამ პერიოდში შეცდომების დაშვების, დეზინფორმაციის, არასწორი აღქმისა და გადმოცემის მაღალი ალბათობაა .

ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ჟურნალისტებს!, პრესას, რადიოს, ტელევიზიას!

გუშინდელი კიბერშეტევა – ესეც ამ რეტროპერიოდის მოახლოების პერიოდს ემთხვევა, ვინაიდან მერკური, რეტროგრადულ მოძრაობაში გადასვლამდე ანელებს სვლას და ე.წ. სტაციონალურ პოზიციაში გადადის, რა დროსაც ხშირია მსგავსი შემთხვევები, თან, მორიელის ზონა, სადაც ახლა ვართ – სწორედ რომ უსაფრთხოებას განაგებს..

გადაამოწმეთ თქვენს მიერ წარმოებული საქმეები. კარგად დარწმუნდით, რომ სწორად გაიგეთ ინფორმაცია და ასევე, გადაამოწმეთ, ხომ სწორად გაიგო თქვენმა ოპონენტმა თქვენი ნათქვამი, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები. ისედაც უამრავი ჭორი, არასწორი ინფორმაციაა მოსალოდნელი ამ პერიოდში. სჯობს გააკონტროლოთ და გადაამოწმოთ ნებისმიერი სიტყვა, ფრაზა, მიღებული ინფორმაცია, ასევე, საკუთარი მეტყველება გაუგებრბებისა და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად.

რთულია ურთიერთგაგება…კონსენსუსის მიღწევა…ყველა თავისას ამბობს, თავის პოზიციაზეა და არ ესმის ოპონენტის, შეძლებელი ხდება მოლაპარაკება და საერთო ენის გამონახვა.

რთულდება ასევე ახალი ცოდნის აღება, ამიტომ მოთმინება გამოიჩინეთ. ასევე პრობლემაა კონცენტრაცია, სამუშაოში ჩართვა, გულის დადება.

შეეცადეთ არანაირ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ან საბუთებს არ მოაწეროთ ხელი, მით უფრო, თუ ეს შენაძენს, ან ზოგადად ვაჭრობის სფეროს ეხება – დიდია ალბათობა, რაღაც ისე არ წავიდეს, როგორც გეგმავდით, იყოს გაურკვევლობები და შეფერხებები, თუ თუ მაინც გიწევთ გარიგების დადება – ათასჯერ გადაამოწმეთ და გაეცანით ხელშეკრულების საგანს, შეისწავლეთ თითოეული პუნქტი სრულყოფილად.

ნუ გასცემთ დაპირებებს – შემდეგ რთული იქნება მათი შესრულება.

არ არის სასურველი ახალი საიტის, ჟურნალ-გაზეთების გაშვება, სარეკლამო კამპანიის წამოწყება.

თუ არის საშუალება, გადადეთ ტექნიკის შეძენა 3 კვირით, რადგან მერკური ტექნიკაცაა ამავდროულად. (ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი და ა.შ.) და ზოგადად, სიფრთხილით მოეპყარით ნებისმიერ ტექნიკას, არის გაფუჭების, გატეხვის, დავირუსების, დაკარგვის ალბათობა.

თავი შეიკავეთ იმპულსური საყიდლებისგან, თუ მაინც გიწევთ შეძენა, კარგად შეამოწმეთ საქონელი წუნზე.

გზებზე სიფრთხილე მართებთ მძღოლებს, ვინაიდან შესაძლოა დაბნეული, არაადეკვატური ქცევა სხვათა მხრიდან, შესაბამისად, არის მეტი ავარიის ალბათობა და ისედაც, შეამოწმეთ თქვენი ავტომობილი, შეირბინეთ პროფილაქტიკაში.

კიდევ, გაფრთხილდით, არ გახდეთ ქურდობის მსხვერპლი. სიფთხილეა საჭირო ასევე საბანკო – საფინანსო, საინვესტიციო სფეროში, რადგან მერკური, სწორედ, მის მმართველ, მორიელის ზონაში ხდება რეტროგრადული.

სამაგიეროდ, ამ პერიოდში კარგი იქნება დაუმთავრებელი, გაწელილი საქმეების დასრულება, მოუწესრიგებელი საბუთების მოწესრიგება, მიცემული სიტყვის შესრულება.

პერიოდი კარგია იმ სტუდენტებისთვის, ვისაც საგნის გადაბარება სჭირდება.

თუ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება მერკურის რეტროგრადულ პერიოდს ემთხვევა, დიდი ალბათობით ეს ურთიერთობა მალე დასრულდება, ნუ გამოცდით ბედს.

ამ პერიოდში შესაძლოა ძველმა ნაცნობებმა შეგახსენოთ თავი და ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა (თუმცა, შესაძლოა დროებით)

ეს პერიოდი კარგია ადამიანებისთვის, ვისაც ჰოროსკოპში რეტრო მერკური აქვს, მათ უამრავი ახალი შესაძლებლობა მიეცემათ. მათთვის პირიქით, ეს ერთ – ერთი საუკეთესო პერიოდი იქნება”, – წერს ქეთი ვაწაძე.

FB კომენტარები

კომენტარი