23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

93
SHARE

ვერძი
მოერიდეთ ემოციის გამოხატვას, ფიზიკურ დატვირთვას. ნუ გასცემთ ტყუილ დაპირებებს. მხოლოდ ის საქმეები შეასრულეთ, რაშიც კარგად ერკვევით. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა.

კურო
იღბალი გწყალობთ და თქვენი საქმეები უკეთესად წარიმართება. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი
კარგი დღეა ახლი საქმეების, პროექტების განსახილველად. გვერდით ერთგული და მცოდნე პარტნიორები დაიყენეთ და თამამად იმოქმედეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ახლობლებთან, მეგობრებთან.

კირჩხიბი
დღეს ხშირად მოგიწევთ საკუთარი იდეების დაცვა. თუ დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში, ნუღარ გადათქვამთ. მოერიდეთ ფულის ხარჯვას.

ლომი
მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, გადაღლას, ემოციის გამოვლენას. ახალ ინფორმაციებს მშვიდად შეხვდით და ერთგულ ადამიანებთან ერთად სცადეთ საჭირბოროტო საკითხების მოგვარება.

ქალწული
დღეს მატერიალური საკითხების მოგვარებით, ბინისთვის საჭირო ნივთების ყიდვით იქნებით დაკავებული. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ბავშვებთან. კარგი დღეა ოჯახში ჰარმონიის დასამყარებლად.

სასწორი
დილიდან შრომა მოგიწევთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით; დაქორწინებულებმა მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად.

მორიელი
მიზანდასახულად და მიზანსწრაფულად უნდა იმოქმედოთ. პროფესიონალებთან ერთად გაერკვიეთ საქმის დეტალებში. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი
მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა. მოერიდეთ სარისკო და ავანტიურულ ქმედებებს, გაცივებას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან (მეზობლებთან).

თხის რქა
ზოგს მოგზაურობის დაწყება, ზოგსაც საინტერესო ნაცნობობა ელის. კარგი დღეა მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ბავშვებთან.

მერწყული
კარგი დღეა მხიარულებისა და საინტერესო შეხვედრებისთვის. საღამოს შეიძლება მეგობრების ან ნათესავების მასპინძლობამ მოგიწიოთ. აქტიურად ჩაერთეთ ოჯახური საკითხების მოგვარებაში.

თევზები
მოაგვარეთ იურიდიული საკითხები. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. კოლეგებთან ერთდ დაგეგმეთ სამომავლო საქმეები, პროექტები.

FB კომენტარები

კომენტარი