11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. თუმცა, მოერიდეთ კრედიტის, ვალის აღებას. დაგეგმეთ საყიდლები.

კურო
ნუ გაართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორთან. აგრეთვე, მუდმივ კოლეგებთან. თორემ, გაგიჭირდებათ სამსახურის საქმეების მოგვარება.

ტყუპი
დაღამებამდე საინტერესო ამბებისა და საიდუმლოებების ამოხსნაში იქნებით. იყავით ეკონომიური და მომთმენი საყიდლებისა და ფულის დაბანდებისას.

კირჩხიბი
დღეს მეტად უნდა გამოავლინოთ ისეთი გრძნობები, როგორებისაა: პრაქტიკულობა და მეოჯახეობა. ფულს ძვირად ღირებულ ნივთებში ნუ გაფლანგავთ, მაგრამ საყვარელ ადამიანსა და შვილებს უარს ნურაფერზე ეტყვით.

ლომი
მოერიდეთ გაუგებრობას უფროსთან, ნათესავებთან. იყავით მეტად მომთმენი. მნიშვნელოვანი საკითხები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

ქალწული
იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. ნუ გაართულებთ ურთიერთობას ნათესავებთან, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან.

სასწორი
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სამემკვიდრეო და საფინანსო საკითხები. მზრუნველობას საჭიროებს სასიყვარულო პარტნიორი.

მორიელი
ზომიერება გმართებთ სიმკაცრესა და მომჭირნეობაში. გადაიხადეთ ვალები, გადასახადები. საყვარელ ადამიანს უარი არაფერზე უთხრათ.

მშვილდოსანი
დაივიწყეთ სიამოვნება და მეტი ყურადღება მიაქციეთ ვალდებულებებს. იყავით აკურატული, მოერიდეთ ავანტიურიზმს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ქრონიკულ დაავადებას.

თხის რქა
დღეს გრძნობების ღიად გამოხატვასა და ფულის ფლანგვას ვერ შეძლებთ. ნუ გააცივებთ ურთიერთობას მშობლებთან, შვილებთან.

მერწყული
დღეს პირნათლად უნდა შეასრულოთ ვალდებულებები. ნუ გაართულებთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან. განსაკუთრებით, იანვარში დაბადებულები.

თევზები
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ფინანსური საკითხები და საოჯახო ვალდებულებები. იყავით მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის მიმართ.

წყარო:http://droni.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები