10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

63
SHARE

ვერძი
კარგი დღეა მგზავრობისთვის, სწავლისთვის. მოსალოდენლია საინტერესო ნაცნობობა.

კურო
დღე მოულოდნელობებითაა აღსავსე. შეიძლება მემკვიდრეობა მიიღოთ, ან დიდი ხნის ვალი დაიბრუნოთ. თქვენი შრომისმოყვარეობა სათანადოდ დაფასდება.

ტყუპი
დღეს თავგადასავლებსა და ავანტიურაზე ბევრი ფული დაგეხარჯებათ. კარგად დაფიქრდით, ზოგ შემთხვევაში შეიძლება გარისკვა არც ღირდეს.

კირჩხიბი
კარგი დღეა მსუბუქი ვარჯიშისთვის; მოიწყვეთ განტვირთვის დღე. მეტი ყურადღება მიაქციეთ ზურგს.

ლომი
მოერიდეთ გარშემო მყოფებთან უსიამოვნებას. თქვენი მოსაზრებები თქვენთვის შეინახეთ. გაფრთხილდით, ვინმემ კომპლიმენტებით თავბრუ არ დაგახვიოთ.

ქალწული
დღეს საკუთარ და გარშემო მყოფების ცხოვრებას მეტად ჰარმონიულს გახდით. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. ახლობლებსაც გაუზიარეთ თქვენი ბედნიერება.

სასწორი
მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას. ეჭვიანობისა და ფინანსების გამო მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანთან.

მორიელი
ფლირტისა და გართობის ხასიათზე ხართ. ზოგიერთს საინტერესო ნაცნობა ელის. მეგობრული ურთიერთობა შეიძლება სექსუალურში გადაიზარდოს.

მშვილდოსანი
ცვლილებები გელით. ზოგიერთი მიხვდება, რომ მზადაა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის; ზოგიც რომანტიკული ნაცნობობის გაბმას შეეცდება.

თხის რქა

ზოგიერთი დაქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებს. ნუ იქნებით საყვარელი ადამიანის მიმართ მომთხოვნი, ნუ ეცდებით მის გადაკეთებას, მასზე მბრძანებლობას.

მერწყული
ნურაფერს გააკეთებთ იძულებით, ძალდატანებით. მეტად დაისვენეთ. სუფთა ფაერზე ფეხით გაისეირნეთ.

თევზები
მოერიდეთ კონფლიქტს საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან. თუ ქალაქგარეთ გასეირნებას ვერ ახერხებთ, უახლეს სკვერში მაინც გაისეირნეთ.

 

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი