1-ელი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი – რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა

749
SHARE

ვერძი – ამ დღეს, მოსალოდნელია ოჯახური უსიამოვნებები, სირთულეები პირად ცხოვრებაში და ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი, რომელიც თქვენ სასარგებლოდ არ დასრულდება. დიდსულოვნება გამოიჩინეთ და აპატიეთ. გაითვალისწინებთ, რომ ზედმეტმა გულუხვობამ შეიძლება, ნეგატიური შედეგები მოგიტანოთ.

კურო – დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია სერიოზული პროვოკაციები და უსიამოვნო მოულოდნელობები. მამაკაცები უნდა ერიდონ კომპრომისებს, სტომატოლოგთან ვიზიტს, შოპინგსა და ხის ჭრას. ქალებს შესაძლოა, პარტნიორთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობა გაურთულდეთ. ერიდეთ მკვეთრ და კატეგორიულ გამოთქმებს. გამოიჩინეთ დიდსულოვნება, დაუთმეთ და თავიდან აირიდეთ კონფლიქტი, რომელიც თქვენ სასარგებლოდ არ დასრულდება.

ტყუპები – ჯანმრთელობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია თავის ტკივილი და ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ოჯახში მცირე უსიამოვნება გელით. ეცადეთ, მოთმინებით აღიჭურვოთ და მაქსიმალურად შეზღუდოთ კონტაქტი ახლობელ ადამიანებთან. ერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობას, მატყუარა ადამიანებსა და ილუზიებს.

კირჩხიბი – წინააღმდეგობრივი დღეა. გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, შინაგანი ნერვიულობა და მოუსვენრობა გაწუხებთ. ნაკლები სისულელე რომ ჩაიდინოთ, ეცადეთ, ეს დღე მარტოობაში გაატაროთ. ეს დაკარგული სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.

ლომი – ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით. სავარაუდოდ, დაწყებული საქმე წარმატებით დასრულდება და ფინანსურ მოგებას მიიღებთ. ამ დღეს, თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. გამორიცხული არაა სასიკეთო ცვლილებები პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობას შესანიშნავად ააწყობთ, თუმცა, კონკურენტების ჩარევა საქმეს გაართულებს.

ქალწული – არახელსაყრელი დღეა მგზავრობის, მივლინებისა და უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ უნდა ერიდოთ მანქანის სწრაფად ტარებას, ბასრ საგნებსა და ელექტრომოწყობილობებთან მუშაობას. ერიდეთ ცეცხლს – გამორიცხული არ არის ხანძარი. წარმატებისკენ სწრაფვა ღირსეულ შედეგს მოიტანს. სასწორი ნაყოფიერი დღეა. კოსმოსური ენერგიის წყალობით, თქვენი შრომისუნარიანობა მომატებულია. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმეების დაწყების, ხელშეკრულების დადებისა და ქორწინებისთვის. უამრავი სასწორი შეძლებს რადიკალური გადაწყვეტილების მიღებასა და საჭირო კონტაქტების პოვნას, რაც მომავალში სერიოზული პრობლემებისგან გიხსნით. სიყვარულში ყველაფერი ძველებურადაა.

მორიელი – თავს შესანიშნავად გრძნობთ. თანდათან, ურთიერთობების დალაგებას ახერხებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ ინტუიციას ენდეთ. დროა, ფიქრი დაიწყოთ ზაფხულში დასვენებაზე. დღის მეორე ნახევარში, მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ.

მშვილდოსანი – გამორიცხული არაა, რომ საქმეში მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწიოთ. ერიდეთ რომანტიკულ ურთიერთობებს – მათ შეიძლება, ნეგატიური შედეგი მოჰყვეს. დღის მეორე ნახევარში, ტრავმის, ან ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი არსებობს.

თხის რქა – ხელსაყრელი დღეა პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისთვის, კომერციული ოპერაციებისთვის, შემოქმედებითი ძიებისა და კარიერაში წარმატებისთვის. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან შეტყობინება, რომელიც მთლიანად შეცვლის თქვენი ცხოვრების სტილს. შესაძლოა, სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. ამჟამად, ყველა საქმე, რომელიც მგზავრობას, ახალ საქმეებსა და პროფესიული საქმიანობის გაფართოვებას ეხება, წარმატებით დასრულდება.

მერწყული – ამ დღეს, თქვენი სულიერი და სექსუალური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იზრდება. ხელსაყრელი დროა ძველი ოცნების ასრულებისთვის. მოსალოდნელია მოვლენების უეცარი შემობრუნება. ნუ დაივიწყებთ სრულფასოვანი დასვენების შესახებ.

თევზები – თავს შესანიშნავად გრძნობთ და ურთიერთობებიც ნორმაში დგება. ენდეთ საკუთარ ინტუიციას. ნუ იქნებით ზედმეტად ლოიალური და უპრინციპო, რადგან ამან შეიძლება, თქვენი ავტორიტეტი შელახოს. თქვენ შეგიძლიათ, პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ და ახალი კონტაქტები დაამყაროთ. ეცადეთ, მოვლენები და ადამიანები რეალურად შეაფასოთ.

FB კომენტარები

კომენტარი