ჯორჯ კლუნი ავარიაში მოყვა – როგორია მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ამერიკელი მსახიობი, ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი იტალიაში ყოფნისას ავარიასი მოყვა. ამის შესახებ იტალიური გაზეთი “რეპუბლიკა“ იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, კლუნი სარდინიაში, კოსტა-კარალინაში სკუტერით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილს შეეჯახა. მსახიობი ქალაქ ოლბიას საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კლუნიმ სხეულის ზედაპირული დაზიანებები მიიღო.

კომენტარები

სხვა სიახლეები