ჯეი ზიმ საკუთარ ღალატზე ჭორები თავად მოიგონა?

ჯეი ზის ღალატთან და ბიონსესთან განქორწინების შესახებ დაკავშირებული სკანდალი კვლავ აქტუალურია დასავლეთის მედიაში, მით უმეტეს, რომ ამ ამბავში ახალი დეტალები გამოიკვეთა. მომღერალმა რიტა ორამ სოციალურ ქსელში ოფიციალურად უარყო ჯეი ზისთან ინტიმური ურთიერთობების შესახებ ჭორები:

„ყველაფერი, რაც ჩემზე და ჯეი ზიზეა ნათქვამი – სიცრუეა. მე ბიონსეს დიდ პატივს ვცემ და, მოდით, მხოლოდ ვისიამოვნოთ მისი ახალი ალბომით – Lemonade“, – წერს ორა.

გარდა ამისა, ერთ-ერთი „ინსაიდერის“ ინფორმაციით, მთელი ეს ეპოპეა ბიონსეს სიმღერაზე, რომელშიც ქმრის ღალატზეა საუბარი, – გენიალური პიარსვლაა, რომელიც თავად ჯეი ზიმ მოიფიქრა.

„თქვენ რა, მართლა დაიჯერეთ? ისინი, ორივენი, პრომოუშენის ოსტატები არიან და ეს ტალღა სპეციალურად ააგორეს, რომ ბიონსეს ახალი ალბომის მიმართ ინტერესი გაემძაფრებინათ. დამიჯერეთ, ჯეი ზიმ თავად მოიფიქრა ეს ამბავი საყვარლების შესახებ“, – ამბობს წყვილთან დაახლოებული პირი.

რამდენიმე საათის შემდეგ კი სოციალურ ქსელში წყვილის ერთ-ერთი ახლობლის კიდევ ერთი ჩანაწერი ჩნდება. „კი, დაახლოებით 2 წლის წინ, მათ ჰქონდათ პატარა უთანხმოება, მაგრამ ყველაფერი დიდი ხნის წინ მოაგვარეს. ახლა მათი ოჯახი ისე მყარია, როგორც არასდროს. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ქვეყანას ბლიუ აივი მოევლინა“.

კომენტარები

სხვა სიახლეები