ყველაზე მძიმედ მოსასმენი სატელეფონო ზარი – 6 წლის გოგონა პოლიციას მოძალადე მამინაცვლისგან დაცვას სთხოვს (ვიდეო)


   პატარა გოგონა, რომლის ხმასაც ახლა ისმენთ, 6 წლის ლიზა ფლოიდია. ის 911-ზე რეკავს და ტირილით ითხოვს დახმარებას. ყველაფერი, რასაც ამბობს, ძალიან რთულად მოსასმენია… ლიზას თვალწინ მისი მთვრალი მამინაცვალი გოგონას დედას სცემს, შემდეგ კი, როგორც ლიზას ისტერიკული ყვირილიდან ირკვევა, ბავშვის 4 წლის დასაც ურტყამს.
ამ ჩანაწერიდან წლები გავიდა. კიტ გრუელემ, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ადვოკატია, გადაწყვიტა, გაეგო, თუ როგორ განვითარდა ლიზას ცხოვრება ამის შემდეგ. პოლიციის დახმარებით, მან შეძლო გოგონას პოვნა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ლიზა ზრდასრულ ასაკშიც არაერთხელ გახდა ძალადობის მსხვერპლი, ამჯერად უკვე მისი ბოიფრენდისგან… ადვოკატისა და ფსიქოლოგის დახმარებით, ლიზამ შეძლო მძიმე წარსულისგან გათავისუფლება.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=G_ht2vAYPoc[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები