ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი 102 წლის ბებომ დაამარცხა. მოხუცი ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა. ის კლინიკაში ორი კვირის წინ შეიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდან ხვალ გაეწერება.