ბრიტანეთის სამეფოს მეხუთე მემკვიდრე დაიბადა. კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონმა ვაჟი გააჩინა. ამის შესახებ კენსინგტონის სასახლის ტვიტერის ოფიციალური გვერდზეა ნათქვამი. ჩვილი 3,6 კილოგრამს იწონის.
როგორც ცნობილი ხდება, მეუღლის მშობიარობას პრინცი უილიამი დაესწრო. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.
ცოტა ხნით ადრე ცნობილი იყო, რომ ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ გადაწყვიტეს ბავშვის დაბადებამდე მისი სქესი არ გაეგოთ.