ფრანგული კომპანია თბილისში ველობილიკებს მოაწყობს

ფრანგული კომპანია Smoove თბილისში ველობილიკების მოწყობას გეგმავს. საქართველოში კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, უკვე დათვლილია, რა რაოდენობითაა შესაძლებელი დედაქალაქში ველობილიკების და ველოპარკირების ადგილების მოწყობა.
კომპანია Smoove-ის წარმომადგენლები მზად არიან, ნებისმიერ დროს ჩამოვიდნენ თბილისში და ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტი კომპანიამ 2011 წელს ბათუმში განახორციელა. ველობილიკების მოწყობის გარდა, ის ველოსიპედების გაქირავებასაც გულისხმობს.
ცნობისთვის, Smoove მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული კომპანიაა. მას წარმატებული ინვესტირება საფრანგეთის 10 ქალაქში აქვს გაკეთებული, გარდა ამისა, 460 ველობილიკი 12 ქვეყნის 20 ქალაქში მოაწყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები