ხელვაჩაურში სტიქიას შეწირული ოჯახის გადარჩენილ წევრს თიკა თედორაძეს გურული დღიურების სტიპენდია დაენიშნება ამის შესახებ გიორგი კეკელიძე ფეისბუქის პირადგვერდზე წერს: “ხელვაჩაურში, სტიქიას შეწირული ოჯახიდან, ცოცხალი მხოლოდ 12 წლის თიკა თედორაძე დარჩა. გოგონას დეკემბრიდან გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ და მერეც სულ მივადევნებთ თვალ-ყურს – თიკა საუკეთესო განათლებას მიიღებს.
#გურულიდღიურებისფონდი
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze”-წერს კეკელიძე.