“სიყვარული ღმერთია, შემოქმედება – მისი დამსგავსება”- გია მურღულია

ფილოლოგი გია მურღულია ადამიანის ცხოვრების სამ ცნებაზე საუბრობს და “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

“ბოლოს და ბოლოს, თუ მაინცდამაინც განსაკუთრებით მარტივად თქმა გვსურს, ნამდვილი ადამიანის ცხოვრებას სულ სამი ცნება გამოხატავს – სიყვარული, შემოქმედება და პასუხისმგებლობა.

დანარჩენი მნიშვნელოვანი სიტყვები მათკენ მიდიან.

სიყვარული ღმერთია, შემოქმედება – მისი დამსგავსება, პასუხისმგებლობა კი – უმთავრეს მოვალეობათა აღსრულების სურვილი და ვალდებულება.

მეორე და მესამე პირველისგან იბადებიან – მხოლოდ მისგან იძენენ აზრსა და მნიშვნელობას.

გვიყვარდეს, ვქმნიდეთ ღირებულ ახალს და ვმსახურებდეთ – აი, ეს არის ჩვენი ცხოვრების არსებითი აზრი.

სხვა ყველაფერი ამაოებაა.”-წერს გია მურღულია.

კომენტარები

სხვა სიახლეები