სექსის დროს პირბადე, ჯგუფური სექსი კი განიავებულ შენობაში – ნიუ იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის რეკომენდაციები

გამომდინარე იქედან, რომ პანდემიის პირობებში ადამიანებს სახლში დარჩენისა და ადამიანებთან კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანისკენ მოუწოდებენ, ნიუ იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პანდემიის დროს “ადამიანებს ექნებათ და უნდა ჰქონდეთ სექსი”.

ამასთან, დეპარტამენტმა სქესობრივი კავშირის დროს ვირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით სახელმძღვანელო შეიმუშავა.

ცნობილია, რომ მეცნიერებმა კორონავირუსი მამაკაცების ფეკალიებსა და სპერმაში გამოჯანმრთელების პერიოდში აღმოაჩინეს. ამიტომ, ისინი არ გამორიცხავენ, რომ ვირუსი შესაძლოა, სექსუალური გზითაც გადაეცემა. თუმცა, ეს საკითხი ჯერ კიდევ კვლევის საგანია. ზოგიერთი მეცნიერი კი მიიჩნევს, რომ ეს ყველაზე ნაკლებად დასაშვები ვარიანტია.

გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 შესაძლოა, ნერწყვითა და სუნთქვით გადაეცემოდეს, ნიუ იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ ადამიანებს სექსის დროს ნიღბის ტარება შეიძლება, დასჭირდეთ.

“ორიგინალურობა შემატეთ, თუნდაც, პოზებსა და ფიზიკურ ბარიერებს, როგორებიც არის კედელი, რომლის დროს შესაძლოა, სქესობრივი კონტაქტი სახესთან მჭიდრო შეხების გარეშე მოხდეს”, – ნათქვამია დეპარტამენტის ახალ სახელმძღვანელოში.

ასევე, მეტი უსაფრთხოებისთვის რეკომენდებულია ერთდროული მასტურბირება და ამ დროს შედარებით დისტანციურად ყოფნა.

გარდა ამისა, სასურველია, სექსით ორი ადამიანი იყოს დაკავებული, რადგან “ნებისმიერი ხალხმრავლობა კოვიდი19-ის დროს უსაფრთხო არ არის”. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები ჯგუფურ სექსზე შეაჩერებენ არჩევანს, მათთვის რეკომენდებულია დიდი და კარგად განიავებული შენობა, ნიღბის გაკეთება და ხელის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება.

კომენტარები

სხვა სიახლეები