„საოცარ ისტორიაში გავეხვიეთ“ – რა მოხდა საგურამოში (ფოტო)

საგურამოში, ბურიანში შემთხვევით სხვისი სახლი გაარემონტეს.
შესაბამის პოსტს სოციალურ ქსელში სახლის მეპატრონე აქვეყნებს.
„საოცარ ისტორიაში გავეხვიეთ მე და ჩემი და. ბურიანში გვაქვს მიწა, შავი კარკასით. მამაჩემი ჩავიდა გუშინწინ და დახვდა გაჩაღებული მშენებლობა. ღობე, კარ-ფანჯარა, გადახურვა, მიწა მოსწორებული, კომუნიკაციები მიყვანილი. ეს ადგილი ახალი წესით უნდა გაგვეტარებინა რეესტრში, ამიტომ ცოტა შევშინდით.
საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ კაცმა იყიდა მიწა პარალელურ ქუჩაზე, შეეშალათ და ჩვენი აჩვენეს“, – წერს სახლის მეპატრონე.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები