დაკარგული ძაღლის შესახებ ინფორმაცია თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა. სტატუსიდან ირკვევა, რომ ჰასკის პატრონი რუსთავის მკვიდრია:
„ეს ულამაზესი ჰასკი (11თვის, ძუ) 28 აპრილს დაიკარგა რუსთავიდან… მისი პატრონი ნინო ბერუაშვილი დაგვიკავშირდა და დახმარება გვთხოვა. კარგად დააკვირდით დაკარგული ჰასკის ფოტოს, თუ ვინმე ფლობთ ინფორმაციას, გთხოვთ, დაუკავშირდით ნინოს–598 46 09 99 როცა ერთად ვართ სასწაულებს ვახდენთ!, – აღნიშნულია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში. აღსანიშნავია, რომ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრი 2004 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაციის დახმარებით დაკარგული ცხოველები არაერთხელ დაუბრუნდათ პატრონს.
სხვა სიახლეები