“როგორ მიყვარხარ, მაკლიხარ, დაკარგული ვარ… დიდი ბავშვი 53 წლის გახდა” – ნათია ბანძელაძე გოგიჩას დაბადების დღეს საკუთარ თავს ულოცავს

მსახიობი და ტელეწამყვანი, „გოგიჩა“ (გიორგი გოგიჩაიშვილი) დღეს 53 წლის გახდებოდა. მისი მეუღლე, ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე აღნიშნულზე სოციალურ ქსელში წერს:

„… როგორც მზე ამოდის და სიკეთე არ ილევა, ისე შენ არ დაილევი ჩემში. დიდი ბავშვი 53 წლის გახდა!!!!წუთისოფელი ის სახლია, სადაც ჩვენი შიშები და მომავალზე ფიქრები ბინადრობენ… მაგრამ არცერთ ჩემს შიშსა თუ მომავალში არ ყოფილა წამის მეასედიც კი, რომ ეს საშინელი სცენარი დამეშვა !!! მაგრამ არც იმაზე მიფიქრია, რომ ეს დიდი სიყვარული ჩვენი მთავარი გამოწვევა ყოფილა… ახლა ხშირად ვფიქრობ, რა უფრო მიყვარს შენში – „გოგიჩა“ თუ „შენშიადამიანი“ და არჩევანი არ მაქვს … არ მაქვს იმიტომ, რომ ვერ ვხვდები, რომელი უფრო მეტად მიყვარს შენში. კაცი, რომელიც სიყვარულისა და ჩემში ახალი სიცოცხლის საწყისია! თუ ადამიანი, რომელმაც უფრო კეთილშობილი გამხადა… მასწავლა, როგორ უნდა მყვარებოდა ისიც კი, რაშიც სიცოცხლის ნიშანწყალიც არ იყო და ჩემი სიყვარულით შემეძლო, მისთვის სიცოცხლე მეჩუქებინა (ამიტომაც ჩვენ სახლში და გარშემოც ყველაფერ უსულოს სული ჰქონდა, ვესაუბრებოდით, გვეცოდებოდა და, ალბათ, ახლა სწორედ მაგიტომაც მესმის ყველაზე კარგად მათში შენი გზავნილები), მაგრამ არ მესმის, რატომ ვერ გაჩუქე შენ სიცოცხლე, რომელიც ასე გინდოდა!!!!!! რააატომ.!!! რატოოოომ !!! რატოოომ!!! როცა ეს კითხვა დავსვი, თითქოს, მისაღები პასუხი მივიღე –  „ღმერთს ისინი მიჰყავს, ვინც დედამიწაზე სრულ სრულყოფილებას აღწევსო“.. ჩემო სრულყოფილებავ, ვერც ამ განზომილებისთვის გიმეტებ/ იქნებ ეგოიზმიაა.. იქნებ გაწუხებ, მაგრამ იცი, რა მიხარიაა, უფრო მეტი ხარ და სულ ჩემთან რომ ხარ. .. რადგან ცხოვრება ის უფროა, რაც გადაგხდა, რასაც მთელი სიმძაფრით გრძნობ და არ გტოვებს.

…მაგრამ ვერ ვიჯერებ, რომ ცხოვრებამ იცის, სად და როდის უნდა დასვას წერტილი!!! რატომაა, რომ „სიცოცხლე ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდაა და სიკვდილი ადამიანად არყოფნის სევდა“ … ემოციისგან ბოლომდე დაცლილი ვარ, ვერც ვწერ, ამ დროს ისე მინდა ხოლმე, შემეძლოს, ზუსტად გადმოვცე, ვინ ხარ და როგორიიი… ახლაც რომ ცდილობ, არ დამტოვო და არ მატკინო. შენთან როგორც კი მოვალ, ფუტკრად რომ მოდიხარ და გიხარია “)) რომ მეთამაშები, რომ მაცინებ… მაგრამ მე მაინც ვტირი… უცებ რომ ქრები! სად მიდიხარ… რატომ, ჩემო სრულყოფილებავ… როგორც მზე ამოდის და სიკეთე არ ილევა, ისე ვერასდროს და არასდროს დაილევი ჩემში………. შენს დაბადებას ჩემს თავს ვულოცავ, რადგან ის წამი არ არსებობს, როცა შენ შეწყდი… ჩემში …. როგორ მიყვარხარ… მაკლიხარ, დაკარგული ვარ…“.

კომენტარები

სხვა სიახლეები