ბენჯამინ ფრანკლინმა გარდაცვალების წინ თავის გოგონას ცოტა უცნაური, მაგრამ უკანასკნელი ნება გაანდო. მან თავის ქალიშვილს ძვირფასეულობის ტარება აუკრძალა, რადგან ამას პატივმოყვარე უსაქმურების მანერად მიიჩნევდა.
ფრანკლინს საფრანგეთში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შესრულებისას, საფრანგეთის მეფემ ლუდოვიკო XVI-მ ჯილდოდ 408 ბრილიანტით შემკულ ჩარჩოში ჩასმული საკუთარი პორტრეტი უბოძა.
მან სწორედ მეფის ეს პორტრეტი დაუტოვა სარა ფრანკლინს მემკვიდრეობათ, გარკვეული პირობით. მას ეშინოდა, რომ სარას შეეძლო, ბრილიანტები ჩარჩოდან ამოეღო და სამკაულებისთვის გამოეყენებინა.
ფრანკლინმა თითქმის მთელი თავისი ქონება საავადმყოფოებისა და სკოლების აშენება-მოწყობისთვის პენსილვანიის შტატს უანდერძა.
ბენჯამინ ფრანკლინი 1790 წელს გარდაიცვალა. ბენჯამინ ფრანკლინი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი დამფუძნებელთაგანი, ადრეული პოლიტიკური ფიგურა და სახელმწიფო მოღვაწე იყო. დაკავებული იყო სამეცნიერო და საგამომცემლო საქმიანობით, მოგვიანებით კი ამერიკის რევოლუციის სულისჩამდგმელი და პენსილვანიის რიგით მეექვსე მმართველი გახდა. ერის მამად წოდებული, ფრანკლინი ცნობილი იყო განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით, წერის ნიჭითა და ინტერესთა ფართო სპექტრით. აქტიურმა საზოგადო მოღვაწემ და დიპლომატმა, ნიადაგი მოამზადა ამერიკის რევოლუციისთვის. ბენჯამინ ფრანკლინი ერთ-ერთია აშშ-ს ფუძემდებლებიდან, რომელმაც ხელი მოაწერა სამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ დოკუმენტს და ამ გზით საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ეს დოკუმენტებია: 1. აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია;
2. აშშ-ის კონსტიტუცია;
3. 1783 წელს ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულება (მეორე პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულება), რომელმაც ფორმალურად დაასრულა ბრძოლა ამერიკის 13 კოლონიის დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობისათვის.
ცირა შერგელაშვილი