რეანიმატოლოგ გიგა გელენიძის განცხადებით, ვირუსებთან ბრძოლის ერთ-ერთი გზა სწორი კვებაა.
ექიმმა „დღის კურიერის” ეთერში საქართველოში გავრცელებულ იმ საკვებ პროდუქტებზე ისაუბრა, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს ვირუსთან ბროლაში დაეხმარება.
„ჩვენ ძალიან ადვილად, თუნდაც კვებითი უზრუნველყოფით ან კონკრეტული ვიტამინებით უზრუნველყოფით შეგვიძლია, გარკვეული დროის შემდეგ მივიღოთ გაცილებით უფრო რეზისტენტული პოპულაცია ინფექციის მიმართ და ეს შეიძლება, მოხდეს ელემენტარული ანტიოქსიდანტებით, ძალიან მდიდარია ჩვენი ტრადიციული კულინარია.
დავიწყებ მხოლოდ იმით, რომ სეზონი გვაქვს, ციტრუსი გვაქვს ძალიან ბევრი. ციტრუსები, კაკალი, კაკლის რიგში ჩამდგარი ნივთიერებები, თაფლი, ასევე, წითელი ღვინო შეიძლება, ჩაითვალოს ერთ-ერთ წყაროდ, თუმცა, ამას რეკომენდაციას, როგორც ანტიოქსიდანტს ვერ მივცემ, რადგან ძალიან ცოტას მივიღებთ ანტიოქსიდანტს ალკოჰოლის მიღებით“, – განაცხადა გიგა გელენიძემ.