ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებისათვის დაკავებულ პირებს შორის, როგორც გაირკვა, ერთ-ერთი მომღერალი გიორგი გასვიანია. დაკავებულის ადვოკატის თქმით, სამართალდამცავებმა მას სამსახურში მიაკითხეს და იქ აიყვანეს. მომღერალი გორში გადაიყვანეს და ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
გიორგი გასვიანი “რუსთავი 2”-ის მუსიკალურ პროექტ “იქს ფაქტორის” მონაწილე იყო და პროექტი ოთხი სკამის ტურში დატოვა.