სირიაში მომხდარი აფეთქების შედეგად, ჯერ კიდევ მუცლადმყოფი ნაყოფი დედის სხეულშივე დაიჭრა. საარტილერიო ჭურვის ნასხვრევები ქალს მუცლის არეში მოხვდა, რამაც საფრთხე ნაყოფის სიცოცხლესაც შეუქმნა. თუმცა, ეს ერთადერთ ტრაგედიას არ წარმოადგენს. სარაკეტო დარტყმის დროს, დედასთან ერთად, მისი სამი შვილიც იმყოფებოდა. ყველა მათგანი სხვადასხვა დაზიანებით ალეპოს კლინიკაში გადაიყვანეს. ქალს სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარეს, ოპერაციის შედეგმა კი ექიმების მოლოდინსაც გადააჭარბა. აღმოჩნდა, რომ, დედასთან ერთად, ჭურვის ნამსხვრევებისგან ბავშვის ნაყოფიც დაიჭრა. ახალშობილ თოთო ბავშვს სასწრაფო წესით ოპერაცია ჩაუტარდა და მედიკოსებმა მას თავის არიდან ჭურვის ნამსხვრევი ამოუღეს. საბოლოოდ ექიმებმა არა მხოლოდ დაჭრილი დედის, არამედ დაბადებიდანვე დაჭრილი ახალშობილის გადარჩენაც შეძლეს.
პატარის სიცოცხლის შენარჩუნებით გახარებულმა ექიმებმა, საოპერაციოში მასთან ერთად სელფებიც კი გადაიღეს. ახალშობილ გოგონას სახელად ამალი დაარქვეს, რაც არაბულად „იმედს“ ნიშნავს.
https://www.youtube.com/watch?v=FproA6nXZeU