უმაღლესი რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკოს განცახდებით, სატელეფონო სექს – ოპერატორად მუშაობამ, მამაკაცების ხასიათის ამოცნობა ასწავლა. ამის შესახებ სავჩენკომ ტელეკომპანიის 112 Украина ეთერში ისაუბრა.
”უნდა მივმხვდარიყავი, კლიენტებიდან ვინ იქნებოდა რეალური გადამხდელი, ამისთვის კი მთელი სისტემა არსებობს – შესაძლოა, ისეთი, როგორიც ტელეკომპანიებს აქვთ. არის მორბენალი სტრიქონიც, მუდმივად ამოწმებ ინფორმაციას,” – განაცხადა სავჩენკომ.
ნადეჟდა 21 წლის იყო, როდესაც ნახა განცხადება, რომ სჭირდებოდათ სასიამოვნო ხმის გოგონა, რომელიც ნებისმიერ თემაზე ისაუბრებდა. გასაუბრებაზე კი წაიკითხა ეროტიკული სცენა ერთ-ერთი რომანიდან და სავჩენკო სამსახურში მიიღეს. მისი ინფორმაციით, ანაზღაურება ძალიან მაღალი იყო – 100 დოლარი საათში.
სხვა სიახლეები