“მთელი ქუჩის ყიდვა შემიძლია, იცი ვინ არის მამაჩემი?” – გამყიდველს ფული სახეში შეაყარეს (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

ჩინეთის საიუველირო მაღაზიაში მყიდველმა ნამდვილი სკანდალი მოაწყო.  მდიდარმა ქალმა გამყიდველ გოგონას უყვირა, შემდეგ კი ჩანთიდან ფული ამოიღო და სახეში შეაყარა.

„თქვენ მე ვინ გგონივართ? ეს რანაირი მაღაზიაა? შენ გგონია, არ შემიძლია ამის ყიდვა? მთელი ქუჩის ყიდვა შემიძლია. იცი, ვინ არის მამაჩემი?“- ყვიროდა გაცხარებული ქალი.

განრისხებულმა კლიენტმა  გამყიდველს ფულის დასტა მას შემდეგ შეაყარა, რაც მომსახურებით უკმაყოფილო დარჩა და იფიქრა, რომ ის ღარიბი ეგონათ. როგორც დასავლური პრესა წერს, მაღაზიის მენეჯერს მუჭით მან ათობით ათასი იუანის კუპიურები შეაყარა. დაძაბულობა მხოლოდ მეორე გამყიდველის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

 ინციდენტი საიუველირო მაღაზიაში, თვითმხილველმა  25 სექტემბერს გადაიღო. ინტერნეტ-მომხმარებლების ნაწილი ინციდენტის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს და ვარაუდობს, რომ ეს ჩვეულებრივი მარკეტინგული აქცია  იყო.

https://www.youtube.com/watch?v=LIMOGtTufPA&feature=youtu.be

2CF9760D00000578-3256186-The_incident_is_believed_to_have_taken_place_on_September_25_It_-a-30_1443710840243 2CF9761D00000578-3256186-Handfuls_of_cash_in_100_Yuan_10_notes_were_thrown_It_s_estimated-a-33_1443710855434 2CF9760600000578-3256186-Shop_assistant_was_said_to_have_said_the_wrong_thing_which_anger-a-32_1443710850634 2CF9761100000578-3256186-Unidentified_woman_was_heard_screaming_You_think_I_can_t_afford_-a-31_1443710845037 2CF9761900000578-3256186-An_enraged_woman_throwing_wads_of_cash_at_a_shop_assistant_in_Ha-a-29_1443710835684 2CF9762900000578-3256186-Another_shopper_intervened_and_stopped_the_woman_throwing_any_mo-a-34_1443710859924

კომენტარები

სხვა სიახლეები