მესის ყველაზე ცნობილი ფანი – 5 წლის მურთაზა აჰმადი ნაპოვნია

ფეხბურთელ ლიონელ მესის პატარა და უკვე ყველაზე ცნობილი გულშემატკივარი ნაპოვნია. ბიჭი, რომელსაც პოლიეთილენის პარკისგან გაკეთებული ლიონელ მესის მაისური ეცვა, ავღანეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები, 5 წლის მურთაზა აჰმადია.
ბავშვის სურათები სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და მისი ვინაობის დადგენით ლიონელ მესიც კი იყო დაინტერესებული.
“პატარას, მართლაც, უყვარს მესი და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. ჩვენ საშუალება არ გვქონდა, მისთვის მესის ნამდვილი მაისური გვეყიდა და ამიტომაც ის პოლიეთილენის პარკისგან გავაკეთეთ. მურთაზას უფროსმა ძმამ კი ფოტო ფეისბუქზე ატვირთა და ასე გახდა ჩემი შვილი საქვეყნოდ ცნობილი”, – აცხადებს ბავშვის მამა არიფ აჰმადია.
ლიონელ მესი დაინტერესებულია ბიჭის ბედით და საჩუქრად მაისურს პირადად გადასცემს.

კომენტარები

სხვა სიახლეები