მარწყვის 10 სასარგებლო თვისება

მასში შემავალი ვიტამინების სიუხვის გამო, მარწყვს ” ხილის დედოფალს” უწოდებენ აზიურ ქვეყნებში. მარწყვი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, დაბლა წევს წნევას და იცავს გულს დაავადებებისგან. მისი კიდევ ერთი კარგი თვისება ის არის, რომ არ შეიცავს ცხიმს, ნატრიუმს და არის ძალიან დაბალკალორიული.

ეხლა კი ის 10 სასარგებლო თვისება, რის გამოც უნდა მიირთვათ რაც შეიძლება მეტი მარწყვი:

1. მასში შემავალი ნივთიერება ანტოციანინი ხელს უწყობს დაგროვილი ცხიმის წვას. ასე რომ ის საუკეთესო გასახდომი საშუალებაა
2. მარწყვი აუმჯობესებს მეხსიერებას. თუ მას მიირთმევთ რეგულარულად 8 კვირის მანძილზე შედეგს თვითონვე  იგრძნობთ
3. არის დაბალკალორიული ხილი და შეიცავს დიდი ოდენობით ბოჭკოს
250 გრ მარწყვი არის მხოლოდ 54 კალორია
4. აქრობს ანთებით პროცესებს
5. ფლავანოიდი, ნივთიერება რომელიც განაპირობებს მარწყვის ფერსა და გემოს, ხელს უშლის გულის დაავადებების განვითარებას
6. მარწყვში დიდი ოდენობითაა კალიუმი, ვიტამინი K და მაგნიუმი, რაც აუცილებელია ძვლების ჯანმრთელობისთვის
7. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ორგანიზმიდან გამოდევნიან თავისუფალ რადიკალებს, რაც ხელს უშლის კიბოს განვითარებას
8. კარგია სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერების ცვლისთვის
9. მასში შემავალი ისეთი ელემენტი კი, როგორიცაა ბიოტინი აჯანსაღებს თმას და ფრჩხილებს, უნარჩუნებს კანს ელასტიურობას და ხელს უშლის დაბერებას
10. და ბოლოს, მარწყვი ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას.

წყარო: www.gemrielia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები