მაზოხიზმი თუ რწმენა – ფეხსაცმელი, რომელიც “დევს ამ სამყაროსა და აბსოლუტურს შორის”

ინდუისტების გარკვეული ნაწილი, რომელიც ქალაქ დურბანდში ცხოვრობს, ატარებს ფეხსაცმელს, რომელზეც ლურსმნებია დაჭედებული და ადამიანის ტერფს ეხება. აღნიშნული ფეხსაცმლით ხდებოდა შესაძლებელი მორწმუნე ადამიანის ამოცნობა.

“ინდური მისტიკები ამბობენ, რომ თვითტანჯვით სული, რომელიც ტრანსულ მდგომარეობაში გადის, როდესაც სხეული ვერ გრძნობს ტკივილს, აღწევს არსებობის ახალ, უფრო მაღალ ეტაპს, რომელიც დევს ამ სამყაროსა და აბსოლუტურს შორის” -წერდა მელვილ ჩეტერი თავის სტატიაში “სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ძალაუფლების ქვეშ”, რომელიც 1931 წელს გამოქვეყნდა.

ლურსმნები, რომლებიც ფეხს ედებოდნენ აუხეშებდნენ ტერფს და ამის წყალობით მარტივი ხდებოდა გახურებულ ნახშირზე სიარული. ნახშირი იმდენად ცხელი იყო, რომ სანახაობის მოყვარულ ხალხს სიმხურვალის გამო სახის დაფარვა უწევდათ.

ჩეტერი წერდა: “რა თქმა უნდა, იმ ადამიანების ტერფები, რომლებმაც გაიარეს რიტუალი მთლიანად დაუძლურებული იყო, თუმცა, მათზე არანაირი დამწვრობა არ შეინიშნებოდა”.

კომენტარები

სხვა სიახლეები