ისრაელის ელჩმა საქართველოში, რან გიდორიმ ნიკო ქაჯაიას მხარდასაჭერად იცეკვა,მან ვიდეო ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
„ლამაზი ღიმილები დავთვალე, მხარი დავუჭიროთ ნიკოს“. -წერს ელჩი.
რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია პარიზში დღეს გაიმართება და მასში მონაწილეობას 19 ქვეყანა მიიღებს. ნიკო ქაჯაია საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერას lets count the smiles შეასრულებს.
17 დეკემბრის საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე Junioreurovision.tv ხმის მიცემა დაიწყო. საქართველოს წარმომადგენელთან ერთად, შეგიძლიათ, ხმა მისცეთ კიდევ ორ კონკურსანტს.