ივლისის ბოლო დეკადა მოვლენებითა და ემოციებით დატვირთული იქნება. თუმცა, პოზიტიურიც ბევრი გველის წინ, ასე რომ, კვირის პირველივე დღიდან სასურველია, დადებითი ენერგიით დავიმუხტოთ და კვირის მანძილზე შექმნილი პლანეტარული კომბინაციები ჩვენთვის მომგებიანად გამოვიყენოთ. მით უმეტეს, რომ ასტროლოგიაში არ არსებობს “აბსოლუტურად ცუდისა და აბსოლუტურად კარგის” ცნება. შესაბამისად, კოსმოსისგან გამოგზავნილი ნეგატიური ენერგიაც კი შეგვიძლია დადებით კალაპოტში მივმართოთ, მთავარია, საამისო მონდომება და სურვილი გაგვაჩნდეს. როგორც იტყვიან, “ლიმონისგან ლიმონათის ან მაქსიმუმ მოჰიტოს გაკეთების” უნარი მოგვეთხოვება.
კვირის დასაწყისში მერკურისა ურანის დადებითი ასპექტი დაფიქსირდება ცაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საინტერესო ნაცნობობის, არაორდინალურ ადამიანებთან კომუნიკაციის პერიოდი დგება. შესაძლოა, ამ პერიოდში არაერთი უტოპიური და მოულოდნელი ჭორიც გაიგოთ. ზოგადად მოულოდნელი ინფორმაციის მიღებისთვის იყავით მზად მორალურად. კარგი პერიოდია ახალი იდეების გენერირებისთვის, სამომავლო გეგმების დასაწყობად. განსაკუთრებით უმართლებთ ინტერნეტკომუნიკაციის, ვებ-დიზაინის, რეკლამა-კრეატივის სფეროში მომუშავე ადამიანებს.
29 ივნისიდან პლანეტა ურანი რეტროგრადული (უკანმავალი) ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო მასშტაბით ამ პერიოდიდან მოყოლებული, არაერთგზის წამოიწევს წინ თავისუფლების, თვითგამოხატვის საკითხებთან დაკავშირებული თემები. შესაძლებელია, პოლიტიკურ ცხოვრებაში ძველმა პრობლემებმა იჩინოს თავი, ან წარსულში ცნობადი სახეები ამოტივტივდნენ “პოლიტიკური სანაგვედან” პოპულარობის ხელახლა მოხვეჭის მოლოდინში.
ამავე პერიოდიდან პლანეტა მერკურის ნეგატიური ასპექტები დაფიქსირდება მარსთან, რაც ადამიანებში აგრესიული დაპირისპირების, კამათის მოთხოვნილებას ერთიორად გააქტიურებს. შესაბამისად, კვირის ბოლომდე ანუ 31 ივლისის ჩათვლით, მაქსიმალური სიმშვიდე და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ კომუნიკაციისას, საქმიან შეხვედრებზე კი უფრო გულდასმით უნდა მოუსმინოთ თანამოსაუბრეს. ამ პერიოდში სასურველია არ დაგეგმოთ ხანგრძლივი მოგზაურობა, მით უმეტეს ავტომანქანით. იმიტომ რომ მარსი-მერკურის ნეგატიური ასპექტაცია საგზაო შემთხვევებისა და ავტოავარიების რისკ საგრძნობლად გაზრდის.
მეტი სიმშვიდითა და მოთმინებით მოეკიდეთ უმცროს და-ძმებთან, ნათესავებთან და მეზობლებთან კომუნიკაციის საკითხს. არ არის გამორიცხული, რომ ზემოხსენებულ პერიოდში მათთან ურთიერთობისას გაუგებრობებმა იჩინონ თავი.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge