კემეროვის რეგიონში თოვლი გაშავდა (ფოტო, ვიდეო)

რუსეთში, კემეროვის რეგიონის პროკურატურამ, სოციალურ ქსელში გავრცელებული “შავი თოვლის” ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელების შემდეგ, გამოძიება დაიწყო. რეგიონული მედიის ინფორმაციით, თოვლი ქვანახშირის გამამდიდრებელი ქარხნებიდან გამომავალი გამონაბოლქვის გამო გაშავდა. აღნიშნული ქარხნის გენერალური დირექტორის, ანატოლი ვოლკოვის განცხადებით, საწარმოში მწყობრიდან ის ხუფები გამოვიდა, რომლებიც ქუჩებს დაბინძურებისგან იცავდა.
კემეროვის რეგიონის გუბერნატორის მოადგილის, ანდრე პანოვის განცხადებით, თოვლის ასეთი დაბინძურება ქვანახშირის საწარმოებისა და ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის ბრალია. პანოვის თქმით, ხელისუფლება შავ თოვლთან ბრძოლას მტვრის საწინააღმდეგო იარაღით, ბარიერების აღმართვითა და სხვა საშუალებებით გეგმავს. ამ დროს კი, სოციალური ქსელის მომხმარებლები დეპრესიულ ხედს უჩივიან და ადგილობრივ ქარხნებს აკრიტიკებენ, მაგრამ ზოგი ამაში გარკვეულ სილამაზეს ხედავს.

https://www.youtube.com/watch?v=YlTtYSF77M4&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები