საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს გიდები ხშირად ეუბნებიან, რომ საქართველო სომხური ქალაქია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოშია ნათქვამი, რომელზეც ეთნიკურად სომეხი ქალი სოლოლაკში სეირნობს, და სავარაუდოდ თანამემამულეებს უყვება, რომ სომხებს თბილისის მშენებელობაში საგრძნობი წვლილი აქვთ შეტანილი, სოლოლაკის უბანი კი, პრაქტიკულად სომხურია.
„თბილისი სომხური ქალაქია, ამაზე ხშირად საუბრობენ გიდები. ამას ტურისტებს ეუბნებიან. ეს პრინციპში სომხური ქალაქია, იმიტომ რომ სომხები ყოველთვის იყვნენ ცნობილი თავიანთი ეკონომიკური შესაძლებლობებით, საქართველოს ეკონომიკას სომეხი ბიზნესმენები ავითარებდნენ ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის დროიდან, რომელმაც ისინი საქარველოში ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის მიიწვია. და სწორედ იმ დროიდან ცხოვრობენ სომხები საქართველოში.
მე-19 საუკუნეში მათ უკვე მნიშვნელოვანი გავლენები აქვთ, მათი წვლილი ქალაქის მშენებლობაში ძალიან საგრძნობია. სოლოლაკის უბანი, სადაც ახლა ვიმყოფებით, ისტორიულად საინტერესო უბანია, და შეიძლება ითქვას – ის სომხურია“, – ამბობს ქალბატონი.